1. რულთან რო დაჯდებით არ ინერვიულოთ გადაადგილების დროს.
2. მანქანა უნდა ისწავლოთ იმ დონემდე რო გაბარიტები შეიგრძნოთ, როგორც წინა მხარე ასევე უკანა მხარე და გვერდები ( მოირგოთ ბოტასივით

) (ბევრი იარეთ მანქანით და ეცადეთ ისეთი ადგილი შეარჩიოთ სადაც გადატვირთული არაა მოაძრაობა)
3. სამივე სარკე აკონტროლეთ მარტო თქვენ არ ხართ ქალაქში და ყველაზე ჩქარაც არ დადიხართ რო გამსწრები არ გყავდეთ. ამას ვითომ გამოცდილი მძღოლებიც არ ასრულებენ რაც მათ ტარების ცოდნა-კულტურას ააშკარავებს.
4. ძირითადი საფრთხეები უყურადღეობიდან გამომდინარეობს.
პს. კიდე შეიძლება დამატება რაღაც პუნქტების მართვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ავტომობილის მოვლას.
1. არ დაზოგოთ ფული ტორმუზებზე. ხუნდები იყიდეთ ხარისხიანი.
2. არ დაზოგოთ ფული საბურავებზე იყიდენთ კარგი საბურავები. ზაფხულში კაპრონები ზამთარში რეზინები,
თქვენს და სხვების უსაფრთხოებას რაც შეეხება ფულს ნუ დაზოგავთ.
უბედური შემთხვევები ხდება წამებში. ზოგს გონია აბს-იანი მანქანა ყავს და ვსიო. ეგრე არაა ცუდ მუხრუჭზე და ცუდ საბურავზე იმ აბს-საც უჭირს დამუხრუჭება. ძალიან იზრდება დამუხრუჭების მანძილი.
იმედია ვინმეს გამოადგება ჩემი ნაწერი.