გამარჯობათ

ამ განყოფილებაში ადრე არ შემოვსულვარ. არადა თურმე ჩემთვის უაღრესად საინტერესო თემა ყოფილა აქ.
გარკვეულწილად მეც კოლექციონერი ვარ, ან უფრო სწორად მინდა რომ ვიყო.
ბავშვობაში ბევრი მყოლია, მაგრამ ახლა ვნანობ რო აღარცერთი აღარ შემომრჩა.
მე ორი მახსოვს მარტო აქედან: "რაფ"-ის მოდელი მყავდა და "კამაზი"
ახლა ერთი წელია რაც დავიწყე ხელახლა და უბრალო მოდელების მცირე რაოდენობას მოვუყარე თავი.
ძირითადად რუსულ მოდელებს ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვიპოვე, აქ -ძველი თემების თვალიერებისას წავიკითხე, რომ ლილოში იყიდება.
მაინტერესებს ლილოში კონკრეტულ ერთ მაღაზიასია თუ ბევრგანაა? ადვილადაა მისაგნები?
და ვაგზალზე არ გეგულებათ სადმე? ხვალ მიწევს გავლა და ვიყიდდი რამეს

(ლილოში გასვლის დრო არ მექნება)


