DRAKONIნიკამანქანის დინამოს სიმძლავრე თუ არის 50 ამპერი, და თქვენი ლოგიკით, მანქანაში რომ დააყენებთ დამატებით ფარებს, ე.წ. ბასს ბოჩკას, პრიკურივაწელში შეართებ 400-იან 220 ვოლტის გარდამქმნელს და ლეპტოპს შეაერთებ, ყველაფრის ჩართვის შემდეგ მანქანა შეწყვიტავს აკუმულატორის დატენვას იმ სიმძლავრით რა სიმძლავრეც ამ ყველაფერს ჭირდება?
კიდევ ერთი კითხვა, რა წინააღმდეგობასაც ქმნის 100 ამპერიანი დინამო, 50 ამპერიან დინამოსთან შედარებით, თქვენი ლოგიკით რამდენად ზრდის იგივე საწვავის მოხმარება?
და ბოლო კითხვა, თქვენი აზრით ნებისმიერ შიგა წვის ძრავიან ავტომობილში ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი რამდენია?
ამ ყველაფერზე რომ გასცემთ პასუხს, მიხვდებით რომელ ზედმეტ ენერგიის გამოყენებას ვგულისხმობ.
ასევე მინდა გახაროთ რომ შიგა წვის ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიის უფრო დიდი ნაწილი გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და არა მექანიკურ ენერგიად, ხოლო ვინც არ იცით, მანქანას მექანიკური ენერგია ამოძრავებს.
* * *
ისე რომ მე ვფიქრობ რომ რეალურად ყველა მანქანაში შეიძლება მოიძებნოს ის ზედმეტი ელ. ენერგია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს წყალბადის დასაშლელად, წყალბადის კი საწვავის სისტემაში გამოსაყენებლად.
რაც შეეხება წყალბადის უსაბრთხოებას. წყალბადი მართლაც ძლიერ ფეთქებადი გაზია, და შესაბამისად რაც მეტია გაზი მით მეტია ეფეთქების ძალა, ისე რომ მანქანაში ყველაზე რეალური არის წყალბადის გენერატორის გამოყენება, და მხოლოდ მცირე მოცულობით გაზის არსებობა სიცოცხლისთვის და გარემოსთვის საშიშ აფეთქებას ვერ გამოიწვევს. უფრო მარტივი და უსაბრთხოა, წყლის შენახვა მანქანაში და წყლის დაშლით მიღებული წყალბადის გამოყენება წვის სისტემაში
* * *
მოკლედ მე კარგად მესმის თქვენი არგუმენტები, და თქვენ ვფიქრობ ხვდებით მე რას ვამტკიცებ.
მე არ ნამდვილად მაქვს ის ილუზია, რომ მანქანაში წყლის დაშლით შეიძლება იმდენი წყალბადის მიღება, რომელიც იძლევა 50% ეკონომიას, ყოველ შემთხვევაში ამას ძალიან ბევრი მუშაობა ჭირდება.
თუმცა აქაც არსებობს ე.წ. "ოქროს შუალედი", დახარჯულმა ენერგიამ თუ მოგცა უფრო ნაკლები შედეგი, თავისთავად უაზრობა მისი გამოყენება.
წყალბადის გენერატორის მანქანაში განთავსების მიზანია, დაახლოებით 5%-იანი ძრავის დატვირთვის გაზრდით მანქანამ მიიღოს 5%-ზე მეტი ეკონომია, მოწყობილობაზე დახარჯული ფინანსების და დროის გათვალისწინებით.
მე მგონია რეალურია სახლის პირობებში დამზადდეს 3-5 ამპერიანი წყალბადის გენერატორი, რომლის წარმადობაც იმდენად ეფექტური იქნება რომ საწვავის 20%-მდე ეკონომია მივიღოთ. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მანქანის დინამოსთვის 3-5 ამპერი დამატებითი დატვირთვა იმდენად დიდი არ არის, რომ 20%-ზე მეტი საწვავის მოხმარება გაზარდოს.
ეს მაჩვენებელი ინტერნეტ სივრცეში არსებობს და მანდედან გამომდინარე ვამტკიცებ, თორე მე არ გამიკეთებია და უფრო მყარი არგუმენტი არ მაქვს.
თუმცა საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც გაუკეთებიათ წყალბადზე მომუშავე დენის გენერატორი, რომელიც უდენობის დროს საკმაოდ ეფექტურად ამუშავა ადამიანმა რამოდენიმე წელიწადი, მაგრამ იმის შექმნაზე იმდენი დრო დაკარგა, რომ მეორეჯერ აღარ მიბრუნებია

დღეს შეიძლება 20% ეკონომიას შეიძლება აღწევდეს წყალბადის გენერატორი, ერთი წლის მერე კი 30%. ფაქტი ერთია, წყალბადის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება და მეორე ფაქტი ისაა რომ ბენზინსაც და დიზელსაც აქვს ალტერნატიული უფრო იაფი (თუმცა ჯერ-ჯერობით რომელი როგორ

) საწვავი, რომელიც დედამიწაზე არანაკლებადაა გავრცელებული ვიდრე 50 წლის წინ ნავთობი იყო გავრცელებული
* * *
აი დისერტაცია გამოვიდა

ფაქტია რომ თემა საინტერესოა