მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთი "გამარჯვებული" შემოგემატეთ

დღეს გავედი გამოცდაზე, თეორია ჩავაბარე, გავედი პრაქტიკულზე, 45 წუთიანი ლოდინის შემდეგ დამიძახეს, დავჯექი და გარაჟში ფრიად ცუდად შევედი, თითქმის გავედე მარცხენა მხარეს, მაგრამ მერე გამოცდაც დამავიწყდა, და ყველაფერიც, მეთქი მაინც შევალ და მეორედ არ მოვალთქო და ერთი 2 წუთი სანტიმეტრ-სანტიმეტრ მივღოღავდი უკან, ჰიდრავლიკას ბოლი აუვიდა იმდენი ვატრიალე რული

მარა შევედი. გადავიდა ჩემი გამომცდელი, შეამოწმა და მალადეც, მე მეგონა გადებული იყავი და არ გადებიხარ და გავაგრძელეთო. მერე ისე ვიყავი მუღამში შესული რო რიხინით გავაკეთე ყველაფერი.

ჰოდა გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე ვშვლიპე 50 ლარი და 10 წუთში ჯერ კიდევ თბილი მართვის მოწმობა ჩამახუტეს

როგორც წარმატებული მებრძოლი, გირჩევთ შემდეგს:
1. თეორია შეგიძლიათ თავისუფლად ისწავლოთ იმ ვიდეოგაკვეთილებიდან + საიტზე არსებული ახსნებიდან, რომელიც აქ დევს. დღეში საშუალოდ 2 საათს თუ დაუთმობთ, 1 კვირაში ზეპირად გეცოდინებათ ყველა ბილეთი.
2. პრაქტიკას რაც შეეხება, თუ საშუალება გაქვთ რო გარდა საგამოცდო ნახაზისა, უბრალოდ მანქანით იაროთ და მიეჩვიოთ გაბარიტებს, მოძრაობას, გასვლას, გამოსვლას და ა.შ. ძალიან გამოგადგებათ საბოლოო ჯამში.
3. რაც მე დღეს ვუყურე, არავინ არავის არ ჭრის და მაგაზე არ იფიქროთ "ჩამჭრეს", "პედალზე დამიჭირა" და ა.შ. 4 გამომცდელი იყო და არცერთისთვის არ შემიტყვვია რო ჩაჭრის სურვილი ქონდათ, ის კი არა, 2-3 კანდიდატს მაგრა მიეხმარენ, გარაჟში შესვლისას მანქანის გასწორების უფლება მისცეს წინ წასვლა წამოსვლით. + მაგას, ეს შკოდები მაგარი კანფეტი მანქანაა, 2 წლის წინ ვაბარებდი ასტრებზე და ზოგი ქრებოდა, ზოგს სახე ეხეოდა და რავი, ესენი ძაან ჯიგრული და ხოშიანი მანქანებია. ასე რო მაგის არ შეგეშინდეთ.
მთავარი რაცაა, არის სიდინჯე, განსაკუთრებით თეურიულ გამოცდაზე. თუ რამე არ იცით, დაიკიდეთ, გადაახტით და ბოლოს დაუბრუნდით, 30 წუთია დრო და ყველა ჩაჭრილი 2-3 წუთში გამორბის ხოლმე. გაიხედეთ ფანჯარაში, ცოტა გადაერთეთ რამეზე და მშვიდად გააკეთეთ.
მოკლედ წარმატებას გისურვებთ ყველას, ცოტა მონდომება + ყურადღება + სიმშვიდე და მართვის მოწმობა თქვენს ხელშია

წარმატებები მათვის მოწმობისთვის მებრძოლებო! ყველას 1 მისვლით ჩაგებარებინოთ ყველაფერი