ZOR-666გიორგი,
ორ პრაქტიკულ რჩევას შემოგკადრებ:
1. შეორთქლილ მინას სწრაფად(30 წამი!) აშეობს კონდიციონერი.
ეს იმიტომ ხდება, რომ კონდიცირებული ჰაერი არის ზემშრალი(ძალიან მშრალი) და ამის გამო გააჩნია ჰიგროსკოპული თვისებები(ანუ, ნესტის შთანთქმის უნარი).
ხვალ სცადე და ღუ გაამართლებს- შთაბეჭდილების დაწერა ფორუმზე არ დაიზარო
2. ეს მეთოდი უფრო ,,მამა-პაპურია''.
ჩემი თაობის ხალხს ახსოვს როცა ,,ГО''-ს(,,გრაჟდანსკაია აბარონა'') მომზადებას გავდიოდით გვასწავლიდნენ როგორ არ უნდა შეორთქლილიყო აირწინაღის მინები შიგნიდან(პირველ გაკეთებაზე მამენტალნად იორთქლებოდა). ამ მიზნით ,,პრაწივაგაზის'' ჩანთაში იდო საბნის ,,ფანქარი'', რომელსც თუ გადაუსმევდი მინას-აღარ იორთქლებოდა.
მათ, ვისაც შორ გზაზე შემოდგომის წვიმიან პერიოდში შორ მანძილზე უწევს სიარული- ვურჩევ ბარდაჩოკში ედოს საპნიან ან ჟელეიან ხსნარში დასველებული და შემდგომ გამშრალი(აბა სველს ხომ არ ჩადებ

) ჭურჭლის სარეცხი ოთხკუთხა პატარა ჩვარი.
შედეგი გარანტირებულია 100%-ით.
ახლა მაგ დროს რა ხდება:
საპონი(ან ჟელე) ამცირებს წყლის წვეთის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას(8-ე კლასის ფიზიკა გავიხსენოთ) და ორთქლს ფეხს აღარ მოაკიდებინებს.
მოხარული ვიქნები თუ წაგადგება ჩემი რჩევები.