პირველ რიგში დიდი მადლობა Mitsubishi Club-ს ასეთი მაგარი ივენთისთვის,
იშრომეს ბიჭებმა და ძალიან მაგარი გამოუვიდათ, დილიდან 11-ის ნახევრამდე გაგრძელდა
წყვილთა რბოლა მიუხედავად აუტანელი სიცივისა.
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, სასწაული "ზეზდები" იყო!
ტანკმა და გაზიკამ სასწაულად იარეს საღოლ, დათა მეფე იყო მთელი შეჯიბრის -
კალცავოი სივიკს რომ გაასწრო ეგ საერთოდ რაღაც წარმოუდგენლად მაგარი იყო!
კორსა შენი ფანი ვარ, გილოცავ! უნდა მოაჭრა მაგ მაცივარს ქვედა განყოფილება
და სედანის ან კუპეს ფორმა გაუკეთო, რომ უკეთესი დროები ამოიღო

მე რაც შემეხება, ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით,
მართალია მე-4 ადგილზე გავედი მაგრამ დიდი გამოცდილება და სიამოვნება მივიღე ძლიერ ხალხთან შერკინების დროს
თახვი vs სულავა და დათა vs მე დავრჩით RWD კლასის ნახევარ ფინალებში, არც ისე ცუდი შედეგია ასეთ მძღოლებთან მოხვედრა.
ფილტვებთან მტკივა მაგრად მემგონი ანთება ავიკიდე