აი ვკითხულობ თემას და თავი საბავშვო ბაღში მგონია
პატარები რომ ვიყავით და გამოხტებოდა ერთი ”ჟილკა”, შენ თუ ასე, მე მაშინ ისე
და შენ რომ ისე თქვი მე იმიტომ ვთქვი ასე და მისთანები
რა არის გაუგებარი
ბრძანებაა გაუაზრებელი, ქარხნული თუ არაქარხნული დაბურვის პატრონი უნდა იყოს მინიმუმ გაბრაზებული
იმიტომ კი არა რომ შუშის გამოცვლა ან პლიონკის ახევა უწევს, არამედ იმიტომ რომ ასე სპონტანურად არ უნდა იწერებოდეს ბრძანებები
რომლებიც ავტომატურად კანონგარეშე გაყენებს, არ უნდა იწერებოდეს ბრძანებები სხვა ქვეყნების კანონებიდან უნიჭოდ გადმოთარგმნილი
ტექსტების ბაზაზე, არ უნდა გამოდიდიოდეს ტელევიზიით ვიღაც და ტყვილებით არ უნდა გბერავდეს, თითქოს სამ-რიგიანი მოძრაობისას
მძღოლისთვის თურმე მნიშვნელოვანია გვერდით მიმავალი მანქანის იქით ხედავდეს რა ხდება (თითქოს ორი 75%-იანი შუშის იქით
რაიმე გამოჩნდება), არ უნდა მანიპულირებდეს ციფრებით 10% 90%-ის წინააღმდეგ, როდესაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს 10% არის 30,000
არ უნდა წაკიდო ერთმანეთს საზოგადოება, ”-იმას მეტი ფული აქვს მლ-ის ჯიპი ჰყავს კეთილი ინებოს და გადაიხადოს
მე რომ ოპელ-ვექტრათი დავდივარ კარგია?”-ტიპის ჩორტების ჩაგდებით
ტაქსისტების უსაფრთხოებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ყურით მოთრეული საკითხია
და ა.შ.
და კიდევ ვფიქრობ ამ ბრძანების მიღებამდე ქვეყანაში შემოყვანილი ავტო-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ ჯდებიან ამ ნორმებში უნდა იყვნენ
ამნისტირებულნი, დანარჩენი მანქანები კი პლიონკებით თუ რითიც იქნება უფლებამოსილნი ისედაც არიან დაბურონ მინები ამ ნორმების შესაბამისად.
არ ვიცი, სისულელეს ვამბობ? მგონია რომ ნორმალურ ქვეყანაში ასე უნდა ხდებოდეს
Проходи, чувcтвуй cебя как дома. Можешь
пропылеcоcить или поcуду помыть...