მოდი ვეცდები მარტივად აგიხსნა. შენ რადგან შუქნიშანი გათიშული დაინახე ჩათვალე რომ ყველა თანაბარ პირობაშია და ტრამვაის პირველს უნდა გაევლო.
ახლა უყურე -მანდ რომ არ იდგეს გზა დაუთმეს ნიშანი - იქნებოდა თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა და მაშინ მართალი იქნებოდი - გაივლიდა ტრამვაი.
მთელი მუღამი იმაშია რომ დაამუღამო იერარქია
ყველაზე მაგარი როჟაა მარეგულირებელი - გკიდია ყველა ნიშანი და შუქ-ნიშანი ასევე : )
მერე შუქნიშანი - გკიდია გზა დაუთმე
დროებითი ნიშნები
მუდმივი ნიშნები
საგზაო მონიშვნა
გზა დაუთმე თუ გაქვს - ესე იგი მეორეხარისხოვანზე დგახარ მიხვდი? აბა ისე გზა დაუთმე რატო გედგება, თანაბარმნიშვნელოვანი რომ იყოს, ესე იგი გადამკვეთსაც გზა დაუთმე ექნება და ვიდგებით ასე დამთმობად

(ნუ საქარტVელოში ყველა დაარღვევს,ა რაა პრობლემა ამრა მაინც)
ესე იგი როცა გზაჯვარედინია აკვირდები რას - პირველ რიგში ხომ არ დგას მარეგულირებელი, თუ არ დგას, უყურებ ეგრევე შუქნიშანს, ვისაც მწვანე აქვს (თან მთავარი მწანე ანუ დამატებითი ისარი კი არა, მრგვალი მწვანე ლოლ) ის არის გავლის უპირატესი, წითელზე ვინც დგანან იცდიან მორჩილად.
თუ შუქნიშანიც არ გაქვს ან არ მუშაობს - უყურებ ნიშნებს.
ვისაც აქვს გზა დაუთმე ის უთმობს.
თუ არც ნიშნები გაქვს, ესე იგი აბსოლიტურად თანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზეა საუბარი და უკვე ხელმძღვანელობ მარჯვენა დაბრკოლების პრინციპით.
ტრამვაის რაც შეეხება - ტრამვაი გავლის უპირატესია მხოლოდ თანაბარმნიშვნელოვან პირობებში - ეს ნიშნავს რომ ტრამვაი და ვინმე სხვა (მანქანა, ავტობუსი, ტროლეიბუსი, სატვირთო და ა.შ.) თU დგანან ორივე მთავარ გზაზე - ჯერ გაივლის ტრამვაი და თU დგანან მეორეხარისხოვან გზაზე - მაინც ჯერ გაივლის ტრამვაი.
თუ ტრამვაი დგას მეორეხარისხოვანზე და სხვა ვინმე მთავარზე (როგორც შენს მიერ დადებულ ბილეთსი) იქ ტრამვაის ივიწყებ და გაატარებ იმას ვინც დგას მთავარ გზაზე აი მერე უკვე მთავარ გზაზე მდგომ ტრანსპორტს რომ გამორიცხავ (ხელს დააფარებ სურათზე როგორც მე ვაკეთებდი) და დაგრჩება თანაბარი პირობები, მერე ატარებ ტრამვაის.
რა ხდება თU 2 ტრამვაი მიდის თანაბარ პირობებში? მარჯვენა მარჯვენა და მარჯვენა პრინციპი : )))
ძალიან ვეცადე მაქსიმალურად გასაგებ ენაზე ამეხსნა, იმედია გამომივიდა
This post has been edited by Tak on 12 Feb 2011, 00:14
Whether you think you can or you can't - you're right.