გამარჯობათ ყველას, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით
BaBajanka მე 1-ში ვერ წავედი, ვერ მოვახერხე. მთელი ღამე გავათენეთ და ძალიან ცუდად ვიყავი, ასეთ მდგომარეობაში მაინც ვერ ჩავაბარებდი, თუმცა ძალიან მინდოდა ახალ წელს გასვლა, ვფიქრობდი ცოტა დამთმობები იქნებიან-თქო, მაგრამ მერე აღარ ვინანე. ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი იყო წასული და ჩაჭრილი დაბრუნდა. სადღაც ჩაუქრა თურმე მანქანა და ჩაჭრეს. არდა ამ ბიჭს მანქანა ყავს, დადის ჩვეულებრივ და ცხოვრებაში არ ჩამქრობიაო, იქ რა მემართება არ ვიციო. ასე რომ ახალ წელსაც დაუნდობლები ყოფილან

ეხლა შაბათს მიწევს მე გასვლა და ვფიქრობ გორში წავიდე, რუსთავი რაღაც მთრგუნავს, შეიძლება იქაც არ არიან უკეთესები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე სიტუაცია მაინც არ იქნება. ბევრისგან გამიგია რომ იქ შედარებით მარტივია და ახლა აქაც წავიკითხე, როზომამ დაპოსტა. ცოტა რიგი თუ არის, ეგეც კარგია, მე რუსთავში 3 საათი ვიდექი, თან გავიყინე, გამიბუჟდა ყველაფერი

და მაინტერესებს იქ რა ელემენტებია, მგონი რაღაცეები არ არის და ვინმემ დაწერეთ რაა. და კიდევ რა მაინტერესებს, გორში რომ გავიდე, ხომ არ მომაკლდება 1 პრაქტიკა, აქ წავიკითხე რაღაც მსგავსი მგონი. თუ ვინმემ რამე იცით, დაწერეთ რაა. არც მე არ მივარჯიშია პირველი გასვლის მერე, შაბათს დილას ვაპირებ 1 საათი ვივარჯიშო და ისე წავიდე.
rozoma გორის სიტუაცია დაწერე რაა
თაკ, ვარჯიშის დროს ზუსტად ასე მამართებოდა, თუ ხუთივე ჯოხს ვხედავდი, ეგრევე მარჯვნივ ვიღებდი რულს, როგორც ინსტურქტორი მეუბნებოდა, მაგრამ ვეჯახებოდი ჯოხს, გამოცდაზეც ასე დამემართა

გავაჩერე თუ არა, დავინახე 5-ივე ჯოხი და მაშინვე მარჯვნივ ავიღე რული და მივეჯახე კიდეც.მაინტერესებს ასეთ დროს რა უნდა ვქნა? თუ ისევ 5ივე დავინახე, როგორ უნდა მოვიქცე? ვისაც ჩაგიბარებიათ, იქნებ რამე გვირჩიოთ...
This post has been edited by T-E-0 on 4 Jan 2011, 11:47
waiting for...