გავისოწრე სკამი, მომეჩვენა რო წინ იყო მაგრამ დავანებე თავი, გავიკეთე რემენი, დავადგი პედლებს, დავქოქე, ჩავწიე რუჩნიკი და ვეკითხები ამ გამომცდელს - დავიძრა?
დამიქნია თავი.
გავიხედე წინ და ვხედავ რომ ქვედა ზადნიში ვიღაც შედის. ეს თან ახლა გამახსენდა რომ ზედა ზადნიში შევედი რო ვიხსენებდი

ანუ მაშინ არც გამხარებია რა : ))
წავედი მაქსიმალურად წყვეტილი ხაზისკენ, მივედი წინ, გავაჩერე, გადავრთე ზადნიში, გავიხედე უკან და ჩანს ყველა ჯოხი.
საყვარლად ჩავიბურტყუნე - ცოტას მივწევ კიდე წინთქო, გადავრთე, მივწიე, გავაჩერე, ზადნი, მოვიხედე, მომეწონა : )
დავიწყე ძალიან ნელა, ავიღე ოდნავ მალევე და დავიწყე შესვლა, აი ტრაკი რო შეყო მანქანამ და მივხვდი რომ i;m in - გავიღიმე, გავასწორე ცხვირის გასწორებისთანავე და ვიხედები სარკეებში, საკმაოდ ახლოს ვარ თან ჯანდაბა და ჩემსკენ მეთქი ეხლა რო დამიწყოს კარს როგორ გაარებ და რაღაცეები და ვგეგმავ - ვეტყვი რომ გარაჟი არ მაქვს

ნუ მოკლედ ოდნავ გავასწორე რული, შევედი და გავჩერდი და გაიხედა გამოიხედა ამ როჟამ და წავედითო და ესე გავხედე და - "არ მჯერა" და ვიღიმები,. ტიპს ვკიდივარ. წავიდეთო კდიე მითხრა.
დავიძარი ნელნელა, გავიხსენე რომ ეგრევე არ უნდა ამეღო, ჩავედი, დავიჭირე მარჯვენა, მივედი ზიგზაგთან და აი რო დავინახე ახლოდან ზიგზაგი, გამეცინა ისევ, გულში გავიფიქრე რა განიერი ყოფილა ამისი როგრო მეშინოდათქო : )
დავძარი "ლიამაზად", ავიღე მარცხნივ, მოვუარე პირველ ჯოხს, კარგად შორს გავცდი, ავიღე სწრაფად... მოკლედ გავიარე. მივედი ჩიხთან. ამ ჩიხზე ნასწავლი მქონდა რო მეორე ჯოხთან რო მიხვალ მოუხვიეო. იქ კიდე იმდენი ჯოხები დამხვდა, წვრილი ჯოხები თან და ორ-ორად ჩარჭობილი, მივხვდი რომ უნდა დამევიწყებინა და ჩემით მექნა : )
გავაკეთე ყველაფერი, გამოვედი და გავიხედე აღმართისკენ, უკვე დავიწყე აბაროტებზე ფიქრი და ტიპმა - რვიანიო და ხელი გაიშვირა.
რასაც ქვია დამცეცხლა, მავიწყდებოდა ეს შენი რვიანი

ავიღე რული, ეს მეუბნება - რვიანში ვმოძრაობთ გაუჩერებლად - მე ძაალ ზრდილობიანად, "კი ბატონო" მილინკი სახით : )))
მივედი, შევედი მარჯვნიდან და დავიწყე გარე ჯოხებთან მეგობრობა. მომეჩვენა ერთ მომენტში რომ უკან გავეხახუენ მაგრამ ალბათ რაღაც სხვა ხმა იყო

მოკელდ გამოვედი და წავედი აღმართისკენ. გავაჩერე სდექთან, ამოვწიე კაცურად იმენნა რუჩნიკი ბოლომდე და ვდგავარ.
ვეკითხები, მე თვითონ დავიძრა თუ თქვენ უნდა მითხრათთქო, დაიძარიო ჩაიბურტყუნა.
დაიძარი კაია

დავადგი გაზს, ავედი 25 აბაროტამდე, წამოვიღე ცეპლენიიდან ფეხი, დამელაპარაკა მანქანა, მოვკიდე რუჩნიკს ხელი და არ ჩადის : ))
ვაჭერ კნოპკას, ვწევ ზევით, ყველაფერი გავიხსენე - არა.
როგორია ვდგავარ ასე მარჯვენა ფეხი გაზზე, მარცხელა ცეპლენიაზე, აი მოდების წერტილი მიჭირიავს იმენნა, გაზი არც კი თამაშობს ისე ვდგავარ, შუა გამოცდაზე და არ ჩადის ეს რუჩნიკი, წამოვიწიე, რემენი წინ გავწიე, მოვკიდე ორივე ხელი, ჩავწიე და გავვარდი წინ

თან ვსკდები სიცილით, მეთქი რა მაგარი რუჩნიკია და რაღაც, ტიპს კიდია

მოკლედ შუქნიშანზე წითელი იყო, ისე გამიხარდა არ იცით, ყვითლის მეშინოდა : ))
გავაჩერე საყვარლად, თან ვიცინი : ))
მე მგონი გიჟი ვეგონე იმ კაცს და ფიქრობდა ფსიქოზე ხო არ გავეშვი : )))
ისედაც ნელა დავიძარი, ამიტომ ქვეითთან პროსტა პოზა შევიცვალე ვითომ დაინტერესებული ვიყავი : )
რკინიგზასთან გავიხედ-გამოვიხედე საყუარლად და გავაგრძელე გზა. მივედი პარკნიგთან.
მანამდე ვფიქრობდი აი პარკინგზე რო ჩავიჭრა მოვკვდებითო. იქ რო მივედი ზუსტად ვიცოდი რო ჩავაბარებდი.
მივედი რაც შეილძლება მარჯვნივ, გავჩერდი სტოპთან - მაგრამ როგორც ჩანს არ ვიყავი ბოლომდე მისული, საკმაოდ მალე გამოჩნდა პირველი ჯოხი...
ჩავაგდე ზადნიში, დავიძარი, დავინახე ჯოხიკ, გავაჩერე, მარჯვნივ ბოლომდე, წავიდა, მესამე ჯოხი სარკეში, სტოპ, მარცხნივ 2ხ, სარკეში ბორბალი, ცოტა მეტად შევედი, რესკი ტორმუზი... ბოლომდე მარცხნივ, შევედი ბოლომდე. გასწორად თU არა ცხვირი, გავასწორე საჭე და გავიხედე უკან. მე მგონი ცოტა ადგილი იყო. მაგრამ იზმენაში ვიყავი, ვიღაც გოგო მაგაზე ჩაიჭრა რო მიედო უკან ჯოხს. ავდექი და ვეკითხები ამ კაცს - მივიდე კიდევ უკანთქო ? გული ისე მიცემდა რომ ვარდებოდა.
გააგრძელეო და მანიშნა ხელით.
აი მანდ ამოვისუნთქე. მარა თან ვფიქრობ ეხლა ცუდად არ ჩავაქრო ან რამე არ დამავიწყდეს, რემენიანად არ გადავიდეთქო

ისევ ძალიან კონტაქტურად - სად გავაჩერო, მაქნაის უკანთქო? 4ნომრის უკანო. ვითომ მივხვდი ნომრით ძააან, შუა მანქანის უკან გავაჩერე. ჩააბარეო. დიდი მადლობა, ყოველთვის მემახსეოვრებით მეთქი ვეუბნები - კიდია

ან რამ მათქმევინა : ))
უკვე აღარ მახსოვს : ))))
ჩააქრე მანქანაო დამიბღვირა, ჩავაქრე უცბად შეიშინებულმა.
უცბად გახდა მერე კონტაქტური : )
დაჩქარებულს აიღებ თუ არაო. დავიბენი ეგ პირველად გავიგე. ამიხსნა მერე და მეთქი ახლა ვერ გეტყვით პასუხს მეუღლეს უნდა ვკითხოთქო.
კაი მარტო ის მითხარი აქ აიღებ თU ქავთარაძეზეო ოღონდ დაჩქარებული მარტო აქ შეიძლებაო. მეთქი იყოს აქ.
დააჭირა რაღაცას, მომაწოდა პირადობა.
გამოვართვი პირადობა, მოვიხსენი რემენი, უცბად ავიღე კურტკა, მოვიცვი, გადავიკიდე ჩანთა, ხელთამთმანები და გამოვიქეცი.
გამეხა პირი ისე ვიღიმებოდი. მესმოდა იქედან ვაიბე ჩააბარა ამ გოგომ და რაღაც.
აღარავინ აღარ მეცნობოდა.
წარმატებები ყველასთქო ვუთხარი, ავიარე ის რამდენიმე კიბე, დავინახე ჩემი ქმარი და გადავაფრინდი ყველა კიბეს, მომძვრა ჩანთა, დავიკიდე, გავიქეცი აი ისეთი სცენა იყო, ჰოლივუდურ ფილმებში როა აი რო მიხვდებიან რო ერთმანაეთი უყვართ და ბიჭი რო ელოდაბ და გოგო რო გარბის და რო ახტება და ის რო აბზრიალებს

ლოლ
მივბრუნდი, ავიღე ჩანთა და ავტიტინდი. : ))
ვინც წაიკითხეთ საღოლ და ჩემი ქმარი რა Dრეში იყო ალბათ მიხვდით ყურები გამოვუჭედე : ))
გადავწყვიოტე დაჩქარებული, მივედით, ავიღე, დავხედე, სურათი არ მომეწონა : )))
წამოვედით, დავჯექი ჩემს პიპაზე და ჩემით წამოვედი რუსთავიდაააან
მივხვდი რომ უეჭველი გადავიტან რულს (მაგრამ რო ვპარკინგდებოდი დავფიქრდი, ადვილი იყო ) : ))))
აი ასე იყო აი ამბავი : )))
* * *