მარჯვენა საჭიანები საეჭვოა აიკრზალოს. ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის იმის გამოც, რომ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, რომ მარჯვენა საჭიანი მანქანა საფრთხეს ზრდის. თუ რამე აიკრძალება, მაქსიმუმ, საზღვარზე შემოყვანა. ვისაც უკვე ყავს იმათთვის რამე შეიცვალოს, არამგონია.
რაც შეეხება საჭის გადატანას, მე ვიყიდე ვტიზი გადატანილი საჭით. პრობლემები ქონდა, როგორიც ალბათ ყველას. სავარძელი, სარკეები ბოლომდე არ სწორდებოდა, ფეჩი კარგად უბერავდა, მაგრამ ჰაერი მთელი ტორპედოდან გამოდიოდა

თავის საჰაეროებზე არ იყო მიერთებული და მსგავსი.
რახან გადატანილი ვიყიდე და ვიცოდი, რო გამყიდველმა იმიტომ გადაიტანა, რო უფრო ძვირად გაეყიდა, სულ მელანდებოდა, რო რაღაც ძვრება. განსაკუთრებით დაკეტილი სპიდომეტრით რო მივდიოდი, გული მისკდებოდა სადმე რამე არ გამძვრალიყო. დავაშლევინე, რულავოი კალონკა შევცვალე, რაც მეეჭვებოდა ყველაფერი გავაკეთე, ზოგი რამე მივასვარკე, რო დატვირთვაზე პრობლემა არ ყოფილიყო და თითქოს კარგად გამოვიდა.
ერთხელაც, ექსტრემალური მანევრირების დროს, ჯერ რეზკად ერთ მხარეს მოხვევა რო დამჭირდა და მერე ეგრევე -- მეორე მხარეს, შუა მოხვევებში გიდრავლიკა გაითიშა. როგორია, სწრაფად რო გინდა მოხვევა, იწყებ ჩვეულებრივად და შუა მოხვევაში რული რო გაქვავდება. აღარც დატორმუზების შანსია და აღარც მანევრის გაგრძელების.
როგორც აღმოჩბდა, პაჯერო იოს რულავოიზე (რომელიც ვიტზებზე ყენდება) გირავლიკის ტრუბკები უფრო წვრილია ვიდრე ვიტზის და როდესაც გიდრავლიკის სითხის ტემპერატურა და წნევა გაიზარდა, ტრუბკამ აღარ გაატარა და გიდრავლიკაც მომენტალურად გაითიშა. გათიშული გიდრავლიკა კი საერთოდ რომ არ გაქვს, იმაზე უარესია.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია გადატანილ საჭეზე პრობლემა არ არის, როდესაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყოველდღიურად დავდივართ წყნარად სამსახურში და მანქანაც ჩვეულებრივად დადის, მარა როდის, რომელი ექსტრემალური აუცილებლობის დროს რა გიმტყუნებს, კაცმა არ იცის.