ვანო მთვრალაშვილი დიზელის გაძვირებას საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მატებით ხსნის
15:36 14-01-2011
ნავთობპროდუქტების კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი საქართველოში დიზელის საწვავის გაზრდას საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მატებით ხსნის .
როგორც მთვრალაშვილმა კავკასიის მედიაკლუბის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარით გაიზარდა.
"ძირითადი ინდიკატორი იმისა, რომ ფასებმა მოიმატა დიზელის საწვავზე საერთაშორისო ფასების მატებაა. ჯერჯერობით ფასების დინამიკა ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს არ გვიტოვებს", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მთვრალაშვილი განმარტავს, რომ ქართული კომპანიები იმპორტს საერთაშორისო ფასებით ახორციელებენ და როდესაც საწვავის ძვირად შეძენა უწევთ, კომპანიები იძულებულები ხდებიან საცალო ქსელში ფასები გაზარდონ.
"როდესაც იმპორტიორი ძვირად ყიდულობს საწვავს, იძულებული ხდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საცალო ქსელში ფასები გაზარდოს. ამასთან, კომპანიებს აქვთ იაფად ნაყიდი პროდუქტების ძველი მარაგები და ამის ხარჯზე ხდება სიტუაციის ბალანსირება", - აღნიშნა ნავთობპროდუქტების კავშირის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საწვავზე ფასების მატება ცუდად მოქმედებს კომპანიის რეალიზაციაზე და კომპანიებს შემოსავლები უმცირდებათ. მთვრალაშვილის თქმით, საწვავის ფასები გარკვეულწილად ვალუტის კურსზეც მიბმულია.
"საწვავის შესყიდვა დოლარებში ხდება, თუმცა ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტა არ არის იმ დონეზე დაცემული, რომ საწვავის ფასებზე ნეგატიური როლი ითამაშოს", - განაცხადა მთვრალაშვილმა.
საქართველოში დიზელის ფასი გუშინ 5 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელი 2.15 თეთრი ღირს, ხოლო დიზელ ენერჯის ფასმა 2 ლარს მიაღწია. კომპანიის ქსელში სხვა ტიპის საწვავის ფასები უცვლელია: აპი სუპერი - 2.10 ლარი, აპი პრემიუმი - 2.05 ლარი, ევრო რეგულარი - 1.95 ლარი, რეგულარ ენერჯი - 1.90 ლარი.
2.05 ლარი ღირს ევროდიზელი "ლუკიოლის" ბენზინგასამართ სადგურებში, ხოლო "რომპეტროლის" ქსელში Efix ევროდიზელის ფასი 2.10 თეთრით არის განსაზღვრული, ხოლო ევროდიზელის - 1.95 თეთრით.
რაც შეეხება აზერბაიჯანული "სოკარის" ქსელში არსებულ ფასებს. კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში ევროდიზელ 5 10 PPM 2.10 ლარი ღირს, ხოლო დიზელ L-62 – 1.90 ლარი.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...ith-khsnis.htmlაი ხომ ვთქვი მთვრალაშვილი გაამართლებსთქო
"რომპეტროლ საქართველოში" ფასების მატებას ბენზინზეც პროგნოზირებენ
15:41 14-01-2011
"რომპეტროლ საქართველოში" დიზელის შემდეგ, ფასების მატებას ბენზინზეც პროგნოზირებენ .
როგორც "ინტერპრენიუსს" კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თენგიზ ჭიჭინაძემ განუცხადა, კომპანიას დიზელის ძველი მარაგები ამოეწურა და ახალი ფასებით ხელმძღვანელობს.
"დიზელის ძველი მაგარები ამოგვეწურა და ახალი ფასებით ვხელმძღვანელობთ. ამ ეტაპზე შემორჩენილი გვაქვს ბენზინის მარაგები, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში, ფასი ბენზუნზეც აიწევს", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ვალუტის კურსი პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში საწვავის ფასებთან.
"ეს არის დოლარის ბიზნესი, საწვავის კოტირება ხდება მხოლოდ აშშ დოლარში და ჩვენც ინვოისი გვეწერება მხოლოდ დოლარში", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
"რომპეტროლის" გაყიდვების მენეჯერი თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასი გარკვეულწილად აისახება კომპანიის ბრუნვაზეც.
საქართველოში დიზელის ფასი გუშინ 5 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელი 2.15 თეთრი ღირს, ხოლო დიზელ ენერჯის ფასმა 2 ლარს მიაღწია. კომპანიის ქსელში სხვა ტიპის საწვავის ფასები უცვლელია: აპი სუპერი - 2.10 ლარი, აპი პრემიუმი - 2.05 ლარი, ევრო რეგულარი - 1.95 ლარი, რეგულარ ენერჯი - 1.90 ლარი.
2.05 ლარი ღირს ევროდიზელი "ლუკიოლის" ბენზინგასამართ სადგურებში, ხოლო "რომპეტროლის" ქსელში Efix ევროდიზელის ფასი 2.10 თეთრით არის განსაზღვრული, ხოლო ევროდიზელის - 1.95 თეთრით.
აზერბაიჯანული "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებში ევროდიზელ 5 10 PPM 2.10 ლარი ღირს, ხოლო დიზელ L-62 – 1.90 ლარი.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...gnozireben.htmlაჰა რომპეტროლიც ჩაება ფერხულში
biskმიდი ძმა ერთი კიდევ ჩამოუარე, გადახდილია წორნს არ აგარტყავენ
This post has been edited by ხარონი on 14 Jan 2011, 15:45