nikolloziმთვრალი ნამდვილად არავინ არ უნდა დაჯდეს რულზე, მაგრამ მე შემემთხვა ეგეთI რაღაც რაც შენ დაწერე ზუსტად.
მაგრამ ჩემს შემთხვევაში
პირველ ჩაბერვაზე ამინთო მწვანე, რაღაც კარგად არ უბარავ და კიდევ ჩაბერეო.
მეორედ ჩავბერე- ამინთო წითელი და პატრულს სახეზე აშკარად სიამოვნებისგან დაბურძგლა ისე გაუსწორდა და წავიდა ჯარიმის გამოსაწერად!
მე დავუძახე და ვუთხარი, მეთქი ეგ სადაური სამართალია ჯერ ხომ მწვანე იყოთქო და რატომ წყვეტ შენს სასარგებლოდთქო!
მესამედაც ჩამაბერინემეთქი.
მე ერთის მეტჯერ რომ ჩაგაბერინო მაგის უფლებაც არ მაქვსო

მაშინ რაღატომ ჩამაბერინე მეორედთქო????!!!!!
კაი ჩებერეო.
ჩავბერე მესამედ და აანთო ყვითელი!
მაინც დამიწერა ჯარიმა და მითხრა მიდი დაურეკე ვინმე ფხიზელს და წაიყვანოს მანქანაო და მომიტანა ქვითარი.
მეთქი მე ამ ქვითარზე ხელს არ მოვაწერ იმიტომ რომ არ ვარ მთვრალითქო!
ხოდა მაშინ თU არ მოაწერ შენს მანქანას გადავიყვანთ საჯარიმოზეო!

(ანუ შანტაჟზე წავიდა რა!)
ბოლოს წავედი ნარკოლოგიურში და იქ დამიწერა კომპუტერმა რომ ნასვამობა მქონდა 0.00%!
იმიტომ რომ არ ვიყავი ნასვამი!
თანაც გარდა აპარატში ჩაბერვისა, ექიმმა რეაქციებიჩ შემიმოწმა (დახუჭული თვალებით გავლა სწორ ხაზზე და ა.შ...)
მივედი მერე მეთორმეტე ოთახში და გამიუქმეს ჯარიმა.
მაგრამ არასწორი მანევრი ჩაუწერია იმ პატრულს და მომიწია მაგის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ არ გამიკეთებია არასწორი მანევრი!
და პლუს ამას 30 ლარი გადავიხადე ნარკოლოგიურში შემოწმებაზე!
დავწერე წერილი, რომ მეთქი ამინაზღაურეთ ჩემი ზარალი, რომელიც მე გადავიხადე ტყულიად, რადგან არ ვიყავი ნასვამი და მომიწია ნარკოლოგიურში ამის დამტკიცება და 30 ლარის გადახდათქო, მაგრამ ჩემი ფეხები!
არასწორი მანევრი გადამახდევინეს და იმის მერე სულ მაჩერებენ დღეში რამოდენიმეჯერ!
როგორც ჩანს ამითვალწუნეს ბიჭებმა.......
არადა მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე მხოლოდ და მხოლოდ......
ვაფიქსირებ იმასაც, რომ ძალიან ბევრ რაღაცაში ვეთანხმები პატრულს და მომწონს, რომ ზრუნავენ წესრიგზე.
ასევე ზოგი მართლა ძალიან კარგი ადამიანი შემხვედრია პატრულის თანამშრომელი, მაგრამ
ხანდახან ზედმეტები მოგდიიიიიიით პატრულის თანამშრომლებო და არ შეიძლება ნამუსზე ხელის აღება!
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს გულით, ელემენტარული იმიტო რო სახლში ჯდომით და კლავიატურაზე გაზაობით არ მოუგია და სანამ საქართველო შურით, ბოღმით და დეზლით იქნება სავსე იქამდე არაფერი გვეშველება... (Patkach)