მე არ მომწონს 'ბუგატი.'
არ ვარ მაგის ფანი.

ეგ არ არის თანაბრად განვითარებული მანქანა საინჟინრო თვალსაზრისით. გათვლილია ყუმბარასავით გავარდეს წინ უზარმაზარი ძალის ხარჯზე. მეტი არაფერი.
იცით რას მაგონებს? აი, მაგალითად M3-ზე რომ დააყენებენ ტურბოებს დრაგისთვის და რომ აქვთ 1000-მდე ცხენის ძალა. ეგ არაფერი არ არის. სისულელეა 1000 ცხ.ძ. "ტროიკა".
თვითმფრინავის რეაქტიულ ტურბინას თუ დაასვარკებ "06"-ს სახურავზე, დამერწმუნეთ ყველა დრაგს მოიგებს, Ferrari Enzo-ს ნომერს არ დაანახებს. სისულელეა ეს.
ჯერ ერთი, მაგის 430 კმ/სთ არის თეორიული სიჩქარე. არასოდეს არ განუვითარებია. მეორეც კიდევ, მერე რა?! წინასწარ ვიცი, თუ უკანა მხარეს გააფართოვებენ და ცოტა დიდ ასე 10.0 და 1500 ცხ. ძალიან ძრავს დაუყენებენ 450 კმ/სთ-მდეც შეიძლება აწიოს.
თუ უნდათ, რომ მას მანქანის თვისებები ჰქონდეს, საჭიროა სამ მთავარ რაღაცას მიაქციონ ყურადღება:
1. მოუმატონ აჩქარებას. შესამჩნევად.
0-100 კმ/სთ-ს წევს 2.4 წმ-ში.
ნებისმიერი სუსტი გუნდის Formula-1-ს მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს წევს ზუსტად 2 წმ-ში. ძლიერი გუნდების ბოლიდები - 1.7 წმ-ში.
2. გაზარდონ დამუხრუჭების დექსელერაცია.
ბუგატი ვეირონი ამუხრუჭებს -1.5g დექსელერაციით.
Formula-1-ს ბოლიდი ამუხრუჭებს -5.0g დექსელერაციით, რაც საშუალებას აძლევს ძალიან მკვეთრ მოსახვევეს, პრაქტიკულად ბრუნის დაწყებამდე მიუახლოვდეს 340+ კმ/სთ სიჩქარით.
3. გაზარდონ აეროდინამიკა + ყველა ის მონაცემი, რაც "ტრეკზე" მაღალი დონის გამოსვლის საშუალებას მისცემს თუ არა დარჩება ეგეთ 4-ტურბინიან ტაშტად.
ტოპგეარმა ჩაატარა ექსპერიმენტი. დანსფოლდის ავტოდრომზე, ინგლისში, ერთმანეთს შეაჯიბრეს 'ბუგატი' და Formula-1-ის "რენო", ალონსო რომ გამოდიოდა ის მოდელი.
და "ბუგატიმ" ერთ წრეზე წააგო 19 წამი!
F1----->59.0 წმ
Bugatti -----> 1წთ. 18.3 წმ.
ამას არ ქვია წაგება. ეს არის კატასტროფული ჩაფლავება, საერთოდ ვერ მიუახლოვდა მსგავსს შედეგსაც კი.
ეს ნიშნავს ყოველ 3-4 წრეზე ერთი წრით ჩამორჩენას, რაც ნიშნავს რომ უბრალოდ არც უნდა "დაეგონკავო" ამ ტაშტით ფორმულა-1-ს და თუ ფურორი უნდათ ამაზე იზრუნონ.
ისე.
თუ მაინცდამაინც ტოპ-სპიდზეა ლაპარაკი, ჩაატარა ექსპერიმენტი BAR HONDA-ს გუნდმა და Formula-1-ს მანქანით, ბოლომდე დააჭირეს გაზს აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე, სადაც არის საშუალება რამოდენიმე კილომეტრი სწორად იარო და 413 კმ/სთ აწიეს. ამდენი ჯერ-ჯერობით "ბუგატის" არა აქვს დაფიქსირებული.
თანაც იქ თუ ანტი-ფრთას მიმართულებას შეუცვლი, მოიკლებს ე.წ. "დაუნფორსი" მაგრამ ეს არც სჭირდება თუ დრაგზე დგას Formula-1-ის ბოლიდი. ასეთ შემთხვევაში კი უკვე არსებული მანქანებით 500 კმ/სთ მირწევადია, უბრალოდ ეს არაა მათი მიზანი, რადგან ტრეკია მთავარი თუ არა ეგრე თუ სწორად მოძრაობაზეა ლაპარაკი, ათასი ზებგერითი რეაქტიული მანქანები არსებობს, რომლებიც 1200 კმ/სთ-ს წევენ და თვითმფრინავები კიდევ 2500 კმ/სთ-საც, მაგრამ მერე ამით რა?
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 15 Jan 2011, 21:31
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)