#23482156 · 15 Jan 2011, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tornike-404
QUOTE | ნახე ეს სადაც 431 ქაჩავს და სხვათაშორის |
შენს ნაჩვენებ ვიდეოში დაფიქსირებულია 417.6 კმ/სთ. მანდ სად დაინახე 431 კმ/სთ?
431-ი არის თეორიული მაქსიმუმი, რომელიც არასოდეს აუწევია 'ბუგატის'. (ამბობენ შეძლებსო....)
QUOTE | 1.Bugatti Veyron Supersport1.16.8 2.Gumpert Apollo1.17.1 3.Ascari A101.17.3 4.Koenigsegg CCX (with Top Gear spoiler)1.17.6 5.Pagani Zonda F Roadster1.17.8 |
ჩემთვისაც ნაცნობია ეს ჩამონათვალი. ეს არის 'დანსფოლდის' ყოფილი აეროდრომი ინგლისში, რომელსაც ტოპგეარი იყენებს ტესტირებებისთვის. ბუგატი ვეირონ სუპერსპორტმა მართლაც აჩვენა 1წთ. 16.8 წმ. და პირველ ადგილზეა სერიულ ავტომანქანებში, მაგრამ ტოპგეარმა ზუსტად ამავე ავტოდრომზე შეაჯიბრა F1 Renault-ის ბოლიდთანაც, რომელმაც აჩვენა დრო: 0წთ. 59.0 წმ. ანუ დაახლ. 17 წმ.-ით უფრო სწრაფად გაიარა ვიდრე სუპერსპორტ 'ბუგატიმ'. აგერ არის ლინკი ვიკიპედიაზე და შესაბამისად აბსოლუტური რეკორდიც მაგ ავტოდრომზე ცხადია F1-ს ეკუთვნის და არა 'ბუგატის'. http://en.wikipedia.org/wiki/Top_Gear_test_trackანუ, რეალურად: - Formula-1 Renault R24 0.59.01.Bugatti Veyron Supersport1.16.8 2.Gumpert Apollo1.17.1 3.Ascari A101.17.3 4.Koenigsegg CCX (with Top Gear spoiler)1.17.6 5.Pagani Zonda F Roadster1.17.8 შესაბამისი ვიდეოც. ოღონდ ამ დროს ჯერ მარტო ჩვეულებრივი "ბუგატი" ყავდათ გამოყვანილი. შემდეგ დაემატა სუპერსპორტი, რომელმაც სხვა ყველა სუპერკარს აჯობა, მაგრამ F1-ს ვერც მიეკარა. ნახე: QUOTE | და მესამე F1 რა შუაშია??? F1 მაქს სიჩქარე 370-ია და მემგონი ბუგატი უფრო სწრაფია არა??? |
მაქს. სიჩქარე 370 კმ/სთ? ფორმულა-1-ის? კი, რა თქმა უნდა ასეა ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული, მაგალითად "მონცას" ავტოდრომზე, იტალიის გრანპრის დროს ნაჩვენები მონაცემებით. ასევე რამოდენიმე სხვა გრანპრის დროსაც არის დაფიქსირებული 370+ კმ/სთ სიჩქარე. ...მაგრამ ეს ხომ გრანპრისთვის მომზადებული ავტოდრომებია, სადაც მაქსიმუმ 500-600 მეტრში (როგორც წესი კი უფრო მალეც) მოსახვევებია. იგივე ავტოდრომზე 'ბუგატის' ძალიან გაუჭირდება 300 კმ/სთ-ის აწევაც კი. გაუჭირდება კი არადა ვერ შეძლებს უბრალოდ. საინჟინრო თვალსაზრისით ფორმულა-1-ის ბოლიდებს აქვთ არნახული შესაძლებლობები. მისი ანტი-ფრთები დაყენებულია ისე, რომ განავითაროს დამწევი ძალა, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ მოსახვევში 300+ კმ/სთ სიჩქარით შევიდეს. თუ მაინცდამაინც დრაგში უნდა გამოიცადოს თეორიულად ბოლიდები და არა ტრეკზე, მაშინ შგვიძლია მოვხსნათ ანტი-ფრთები ან უბრალოდ კუთხე შევამციროთ და დავტოვოთ იმდენი, რომ მანქანა მიწაზე დარჩეს. (ძალიან დიდია ამ დროს აფრენის საშიშროება.) ასეთ სიტუაციაში ძალიან დიდი სიჩქარეა მიღწევადი. Bar Honda-ს გუნდმა 2004წ.-ს ჩაატარა ამგვარი ექსპერიმენტი და აეროდრომზე ტეტსტპილოტმა განავითარა 413.2 კმ/სთ... თანაც ეს არ იყო თვითმიზანი. თანაც 20 წმ-ში განავითარა 413.2 კმ/სთ (ბუგატიმ 1წთ. მოანდომა 407კმ/სთ-ს და კიდევ უფრო მეტი 417.6 კმ/სთ-ს.) რეალურად, თავისი შესაძლებლობებით, თანამედროვე F1-ის ბოლიდი 450 კმ/სთ-ს აწევს თუ მისი მიზანი დრაგის მოგება იქნება. QUOTE | და საერთოდ ბუგატი F1-თან რა კავშირშია??? |
ეს იყო ყველაზე კარგი კითხვა. უბრალოდ F1 არის ძალიან ეფექტური ტრეკზე, შეუძლია 400 კმ/სთ-თან მიახლოებული სიჩქარეები განავითაროს ძალიან მოკლე მანძილზე (ზოგჯერ 1კმ-ზე ნაკლებში), გაიაროს მოსახვევები და ა.შ. აი, ამ ფონზე, ყუმბარასავით გატყორცნილი ბუგატი, რომელიც აბსოლუტურად უვარგისია რაიმე მანევრისთვის იგივე სიჩქარეებზე ცოტა ნიტოა. მეტი ეფექტურობისთვის და მეტი ფურორისათვის კარგი იქნებოდა, რომ ტრეკზე ძლიერად გამომსვლელი მანქანა გაეკეთებინათ, ძლიერი აჩქარებით და დიდი დამუხრუჭების ძალებით. ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა, რადგან ახლა ძალიან "დაჩმორებული" ჩანს F1-ს ფონზე. გასაგებია, რომ ის სერიული მანქანაა და ეს რაღაც სარბოლო სპეც. ბოლიდი, მაგრამ სადაც ამდენი ფული იხარჯება.... This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 15 Jan 2011, 23:54
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|