ხალხნო ნუ იწყებთ 600 იანებით! საშიშია.
მინიმუმ 100-120 ცხენი აქვს 600 იანს.
აგერ მე ხვალაც შემიძლია გამოვიყვანო 600 იანი და მოვახტე მაგრამ ჯერ კიდევ 125 იანზე ვზივარ (10 ცხენი აქვს

)
600 იანი ყველა შეცდომას არ გაპატიებს, როგორც 125 იანი.
თან მძიმეა 600 იანი და დამწყებისთვის მეტისმეტად სწრაფია.
ვიცი აქ იტყვიან ნუ აშინებ ახალგაზრდებსო
სხვათაშორის ვალენტინო როსიმ 125 თუ 250 იანით დაიწყო

და არა ლიტრიანით.
მოტო ავარიების 75%_ში მონაწილე მძღოლები არიან 16-24 წლამდე ასაკის და მოტოს მართვის 6 თვეზე ნაკლები სტაჟით.
მე არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ეგეთია სტატისტიკა.
ნურავინ ნუ იტყვის 1 საათში მოტოს ტარება ვისაწავლეო.
ყველაზე ცუდი ისაა კიდევ, რომ როცა თვლი რომ მაგრად იცი ტარება. აი მაშინ გერხევა.
თავდაჯერებული რათქმაუნდა უნდა იყო მოტოციკლის ტარებისას მაგრამ შენს შესაძლებლობებს რაც აღემატება იმას ნელ-ნელა უნდა შეეპარო და არა ერთბაშად.
ისე რასაც ვაკვირდები თითქმის ყველა მოტო რაიდერი თვლის რომ მასზე მაგარი ვაძილა არ დაიარება თბილისში

უმრავლესობა ასე ვთქვათ ბლატნოი/მარიაჟნოი ტალღაზეა.
თუ მაგარი ხარ სხვამ უნდა გაღიაროს და არა თვითრეკლამა გაიკეთო.
This post has been edited by shuka on 22 Jan 2011, 21:21
Умирать не страшно - страшно не жить.