Grooveeთუ მენდობით მე გირჩევთ მართლა კარგ აპარატებს:
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/509-alpine-ute-72bt.htmlან
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/518-al...-cde-193bt.htmlორიგინალი ალპაინები ოფიციალური დისტრიბუტორისგან საქართველოში. შეგიძლიათ გასინჯოთ მათი ოფიციალურობა ამ ლინკზე:
https://www.alpine-europe.com/distribution.htmlეს ორივე აპარატი არის უმაღლესი დონის და უნიკალური ნატურალური ჟღერადობის აპარატები!
არის აწყობილი აუდიო-გრეიდის კონდესატორებზე (Mundorf, Rubicon) და ასევე დღევანდელ დღეს ყველაზე საუკეთესო Burr-Brown-ის ციფრულ ანალოგურ კონვერტორზე(DAC) არის აწყობილი. ეს ყველაფერი იძლევა აუდიფილური კლასის ჟღერადობას!
195 მოდელი არის 2015 წლის მოდელი, ხოლო 193 არის 2016 წლის მოდელი და დამატებული აქვს ასევე უკომპრესო FLAC ფორმატის კითხვის ფუნქცია ფლეშკიდან. დანარჩენში თითქმის იდენტურები არიან.
სხვა აღსანიშნავი პლიუსები:
ორივეს აქვს ძალიან ძლიერი ხმის პროცესორი განვითარებული კროსოვერებით რაც იძლევა შანს ააწყოთ მაღალი გრეიდის აუდიო სისტემა არხული გაძლიერებით და ინდივიდუალური დროის დაგვიანებებით ყველა გაძლიერების არხზე. ორივე აპარატს აქვს ბლუთუზ აუდიოს პირდაპირი სტრიმინგის ფუნქცია (5 ტელეფონს იმახსოვრებს). ეს მაგარი რამეა უბრალოთ ჯერ საქართველოში ვერ დაუჭირა ხალხმა "მუღამი".
სმარტფონის დამახსოვრების შემდეგ ალპაინი აიყვანს მას სრულ კონტროლზე და ყველანაირი მანიპულაცია ხდება უკვე ალპაინიდან. ანუ, ფოლდერებში ნავიგაცია, ტრეკების ცვლა, ხმის რეგულირება, ტელეფონის ზარების მიღება/დარეკვა, ტელეფონის წინგნი, და ასე შემდეგ ყველაფერი კეთდება უკვე მაგნიტოფონიდან (ფეისბუკის შეტყობინებსაც ღებულობს-თუმცა რა საჭიროა მაინც ვერ ვხვდები?

)
ტელეფონი ამ შემთხვევაში ფლეშკის ფუნქიას ასრულებს მხოლოდ. ვინც ამას მუღამი დაუჭირა ფლეშკასაც აღარ ხმარობენ, და რამდენიმემ ასევე მითხრა რომ უცხოურ ინტერნეტ რადიოებს უსმენენ უმაღლესი ხარისხის ჟღერადობით.
მოკლედ მაგარი რამეა

ასევე ორივე აპარატს აქვს პრეცეზიული ფერის შერჩევის ფუნქცია ცალკე ღილაკებისთვის ცალკე ეკრანისთვის, რომ დაემთხვეს მანქანის განათების ფერს.
თუ მართლა კარგი ჟღერადობა გინდათ მაშინ მე გირჩევდით ან ალპაინი და ან პიონერის აპარატის ყიდვას. ეს არის დღევანდელ დღეს ყველაზე კარგი ჟღერადობის აპარატები მსოფლიოში. დანარჩენები ვერ "ქაჩავენ" ამ დონემდე. აქვს ზოგიერთ ფირმას ზოგი კარგი აპარატი თუმცა ეს უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი.
ფორუმელების მიერ ნახსენები ალპაინის მოდელები უსათუოდ კარგი აპარატებია თუმცა უკვე გუშინდელი დღეა და ძვირად მათი ყიდვა არ გიღირთ ჩემი აზრით. 200 ლარამდე კიდევ შეიძლება თუმცა ჯობია ახალი მოდელის ყიდვა ყველა ვარიანტში ალბათ დამეთანხმებით
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Apr 2016, 10:38
მიმაგრებული სურათი
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99