Beka_ke
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7208
წევრი No.: 33626
რეგისტრ.: 23-April 07
|
#23863304 · 6 Feb 2011, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ დღეს მიშა გჟიმავს შენ, ხვალ მოხვდები სამოთხეში და შენ გაჟიმავ მიშას!
რატომ არ არის საქართველოში სამოქალაქო პასუხისმგებლობა
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი VS შენი ჭირი მე!
დღეს საწვავის ფასების წინააღმდეგ საპროტექტო აქცია მოვაწყვეთ. ეს აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. ვირტუალურად პრობლემას 10000-მდე ადამიანი აპროტესტებს. აქციის მოწყობის იდეა მათმა უმრავლესობამ მოიწონა და აქციაზე მოსვლის სურვილი გამოთქვა. დღეს აქციაზე ზუსტად 14 ადამიანი მოვიდა, სხვა დანარჩენისთვის "ფეისბუკი" არსებობს.
აქცია სულ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებით გაშუქდა. ერთერთმა ჟურნალისტმა "ნიუსი" საინტერესო სათაურით დაწერა, - "საწვავზე მაღალი ფასები ეკონომიკის სამინისტროსთან აქტივისტთა 4 კაციანმა ჯგუფმა გააპროტესტა". მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე 14 ადამიანი მივიდა, ჟურნალისტმა დაწერა, რომ 4 კაციანი ჯგუფი იყოო. თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ ჟურნალისტმა საპროსტესტო აქციის მონაწილეებს დასცინა. დასცინა იმის გამო, რომ პრობლემა მართლაც ცოტა ადამიანმა გააპროტესტა. მაგრამ, ვინც გააპროტესტა, იმას რატომ დასცინა?! იმიტომ, რომ მისთვის სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირია.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი საზოგადოება საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს. საერთოდ, არც ვიცით რა არის, სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იქნებ არის და მე ვთვლი, რომ ის სამოქალაქო საზოგადოება არ არის. რა ვიცი, რა ვიცი, . .
სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი! - ქართულ ცნობიერებაში დაბადებული ანდაზა სწორედ იმ განწყობის ერთგვარი გაქილიკებაა, რაც რეალურად არსებობს და ის დღეს აქტუალურია ისე, როგორც არასოდეს. მაინც, რას გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოება?!
სულხან-საბა ორბელიანს ერთი საინტერესო იგავი აქვს, იგივე აზრი ადრეც და მერეც ბევრს დაუფიქსირებია, მაგრამ ორბელიანისგან გავიხსენოთ. მოკლედ, თუ 10 ისარი შეკრულია, მისი გატეხვა შეუძლებელია, თუ ამ ისრებს დააცალკევებ მათ ადვილად დაამტვრევ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაწერა იმ დროს ორბელიანმა ეს იგავი, იმ დროს სხვა რეალობა იყო,... მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც მინდა, რომ ამ იგავით ჩვენს სასიქადულო მეიგავეს ეთქვა.
მოკლედ ადამიანები სულხან-საბას დაბადებამდე გაცილებით ადრე შეთანხმდნენ, რომ ერთად ეცხოვრათ. ეს მათთვის რამდენიმე ასპექტით იყო სასარგებლო, ეკონომიკური განვითარებისთვის და სამხედრო უსაფრთხოებისთვის, შემდეგ ეს ორი მიმართულება კულტურული განვითარების საფუძველიც გახდა. ადამიანებმა მოიფიქრეს, საგადოებებრივი ინსტიტუტები და დაემორჩილნენ მას. ადამიანები გაერთიანდნენ, სწორედ იმიტომ, რომ ერთად გადაეწყვიტათ საერთო პრობლემები. ეს პრაგმატული ინტერესი იმდენად მარტივად ჩაჯდა ცნობიერებაში, რომ აქტუალობაც კი დაკარგა. ყველას აქვს რაღაც იდენტობა, უფრო სწორად სოციალური როლი, რომელსაც ასრულებს და ამით არის ბედნიერი, უფრო სწორად, ეს განსაზღვრავს მის ბედნიერებას.
მოკლედ, ადამიანები ერთიანდებოდნენ იმ რეალობის გამოწვევების წინაშე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და ეს იყო სწორი. ეს არის პასუხისმგებლობა, იმ ერთობის წინაშე, რომელიც გკვებავს, ყველანაირი გაგებით. ეს, ელემენტარულად პრაგმატული ჭეშმარიტება, იმდენად მარტივია, რომ ამის დროსა და სივრცეში გადააზრება, თითქოს, არც უნდა იყოს ძნელი. მაგრამ, ყოველთვის დგება, ამ გადააზრების პრობლემა. არა და, თითქოს ძალიან მარტივია, არ არის საჭირო მაღალ მატერიებზე საუბარი, ეს უბრალოდ პრაგმატულად არის სწორი.
და მაინც რატომ დგება, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე მისასვლელად ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო. რატომ ავიწყდებათ ადამიანებს, რომ ერთობებისადმი ტოლერანტულობა არის განვითარების საფუძველი?!
არც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ითხოვს მაღალ მატერიებზე ფიქრს. ინსტიტუტები, რომელსაც ადამიანები ქმნიან, ისევ ადამიანების გაუაზრებელი ნდობის გამო იმდენად ძლიერდებიან, რომ ყურადღება გადადის ინსტიტუტის სიძლიერეზე და მეორე პლანზე გადადის ის, რის გამოც ეს ინსტიტუტი შეიქმნა. ამიტომ, ასე ვთქვათ, გაბატონებული ინსტიტუტი თავს იცავს განვითარებისგან, ანუ კლავს ადამიანების ახალი ინტერესების გაჩენისა და ახალი გამოწვევებისთვის ახალი ინსტიტუტების, თუნდაც ერთობის შექმნის შესაძლებლობას.
რატომ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, ანუ პასუხისმგებლობა ერთობის წინაშე?! ესეც ელემენტარულად მარტივია, იმიტომ რომ ის ფიქრობს და იბრძვის ისე, როგორც ამას გაბატონებული ღირებულები, თუნდაც ინსტიტუტები კარნახობს. შესაბამისად, იმდენად რამდენადაც იბრძვის განვითარებისთვის, ხელს უწყობს სწორედ ძველი ინსტიტუტის გაძლიერებას და რაც თავისთავად გამორიცხავს ახალი გამოწვევების გააზრებასაც კი.
უფრო კონკტერულად, რა ხდება საქართველოში, რატომ არ არის სამოქალაქო საზოგადოება?! თუმცა, ამ შემთხვევაში, ასე დავსვათ კითხვა, ვინ შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ანუ ისეთი საზოგადოება, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს, საკუთარი თავის, როგორც ერთობის წევრის წინაშე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში, საზოგადოება ცხოვრობს იმ ვირტუალური კმაყოფილებით, რომელსაც მას მის მიერვე შექმნილი ინსტიტუტები უხატავენ. დღევანდელ საქართველოში ყველას აქვს ვირტუალური პერსპექტივა.
საზოგადოების ერთი ნაწილს არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემაში აქვს ეს ვირტუალური პერსპექტივა. ახალგაზრდობის ერთი ნაწილი მუშაობს ბანკში, ამ ნაწილის მეორე ნაწილი კი ოცნებობს ბანკში მუშაობის დაწყებაზე. რეალურად ისინი არ ვითარდებიან, არ ქმნიან ახალს, ემსახურებიან სისტემას. ახალგაზრდობის მეორე ნაწილი, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში. დღეს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა არ ნიშნავს, იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილი. პროფესიით "ენჯეოშნიკობა", როდესაც მხოლოდ იმას აკეთებ რაშიც ფულს გიხდიან, ზუსტად იგივეა, რაც ბანკში მუშაობა. აქ,"ენჯეოშნიკობა" მხოლოდ იმიტომ გამოვყავი, რომ სამოქალაქო საზოგადოების კუთხით, მნიშვნელოვანია, თორემ რეალურად ყველა ბანკში მუშაობს, იმდენად, რამდენადაც ისინი ემსახურებიან სისტემას, ანუ, ინსტიტუტებს და სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი.
საზოგადოების მეორე ნაწილი, ისეთები ვისაც თავის დროზე, რაღაც ჭკვიანური აქვთ გაგებული და ახალ რეალობაში, მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ერთგვარად სამაგალითო შეიძლებოდა ყოფილიყო, უბრალოდ მოკვდა. უბრალოდ დაივიწყეს განვითარებაზე ფიქრი და მხოლოდ ქველმოქმედ-მეცენატებს შესცქერიან თვალებში, შენი ჭირიმე ბატონო ბიძინა, რა კარგი ხარ და რა ლამაზი, ქართულ ელიტაზე ზრუნავ, რომ ის მშიერი არ მოკვდესო. ისე, რა არის ელიტა?! ვისაც უნდა იმან უწოდოს თავს ელიტა, მაგრამ მე ოფიციალურად გამათხოვრებული ელიტის არ მწამს, არც იმ ელიტის მწამს ჟურნალ სარკიდან, რომ გვიმზერენ ოთხშაბათიდან ოთხსაბათამდე. ელიტა?! ცუდი ტერმინია, მაგრამ უფრო განვითარების ავანგარდში მდგომი ადამიანებია, ვიდრე სისტემის სათავეში გვაროვნულად თუ კასტურად მოხვედრილი ადამიანების ჯგუფი. ერთი სიტყვით, ესენიც სისტემის მოსამსახურეები არიან, . . .
ზემოთ იმ ადამიანების კატეგორია ვახსენე, რომლებსაც არსებულ რეჟიმში აქვთ შემოსავალი, აქვთ და ემსახურებიან სისტემას. თუმცა, უფრო ბევრია ადამიანები, რომლებსაც ასეთი ელემენტარული შემოსავალიც არ აქვთ. არა, განვითარების პერსპექტივაზე კი არ ვსაუბრობ, საარსებო, პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი შემოსავალიც კი არ აქვთ. ასეთებიც სისტემას ემსახურებიან, ასეთებიც კი არ ფიქრობენ იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. ისინი დღევანდელ სისტემაში ყველაზე წარუმატებლები და უპერსპექტივოები არიან, და მაინც არ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ შეცვალონ,... იმიტომ არ ცვლიან, რომ სისტემას მათთვისაც აქვს ვირტუალური პერსპექტივა. ასეთი ადამიანები გადავარდნენ რელიგიაში, რელიგია მათთვის ისეთივე პერსპექტივა გახდა, როგორც ბანკის თანამშრომლისთვის დაწინაურების ან ხელფასის მომატების მოლოდინი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის რელიგია, როგორც სულიერი მდგომარეობა არ არსებობს. დღეს მიშა გჟიმავს?! მოითმინე, ხვალ მოხვდები სამოთხეში და იქ შენ გაჟიმავ მიშას!, - ასეთია ყველაზე მშიერების ყველაზე ხილული პერსპექტივა.
სხვა დანარჩენისთვის "ფეისბუკი" არსებობს. ზემოთხსენებული ადამიანების კატეგორიები, რაღაცნაირად ზოგადი დეფინიციის ფარგლებში ხვდებიან. მაგრამ, ის საზოგადოება, რომელიც ქართულმა "ფეიუსბუკმა" შვა, მხოლოდ ქართულია და მხოლოდ 21-ე საუკუნის. დღეისათვის ქართულ "ფეისბუკში", ანუ სოციალურ ქსელებში ადამიანების ის კატეგორიაა აქტუირი, რომელსაც ნორმალურ შემთხვევაში, უნდა აეღო ის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რასაც სამოქალაქო შეგნება გულისხმობს. ეს არის, სხვა ზემოთმოხსენიებული ადამიანების კატეგორიის ზოგადი მახასიათებლებიდან ამოვარდნილი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც კიდევ ერთი კატეგორია შეიძლება ვუწოდოთ.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად მართლაც ფიქრობენ განვითარებაზე, უფრო სწორად არ მოსწონთ სისტემა და უნდათ სხვა. ნორმალურ ვითარებაში, სწორედ ასეთი სოციალური ქსელები უნდა გამხდარეყო, ამ კატეგორიის ადამიანების გაერთიანების და ქმედითი სოციალური აქტივობების დაგეგმვის ადგილი. თუმცა, ქართულმა სოციალურმა ქსელმა, საპირისპირო შედეგები მოიტანა. პროტესტი სისტემის, უპერსპექტივობისა და დამყაყებულობისადმი გადავიდა ვირტუალურ სფეროში. სოციალური ქსელი ქართულად, იქცა ორთქლის გამოშვების ადგილად, და რადგან ეს ადგილი ვირტუალურია, რეალურად სოციალურად აქტიური მოსახლეობის ემოცია იკარგება ვირტუალურში, ანუ მიდის არსად. შესაბამისად არ ხდება, ამ საპროტესტო მუხტის რეალიზაცია ქმედით სოციალურ აქტუვობად. შეიძლება ითქვას, სოციალური ქსელი გადაიქცა ერთგვარ ბირჟად, სადაც მივალთ ვილაპარაკებთ, ვაგინებთ მთავრობას და წავალთ სახლში. ანუ, რეალური სოციალური პასუხისმგებლობები რჩება ვირტუალურში.
P.S. 40 წელს მიტანებულო, ბატონო ჟურნალისტო, ჩემი ჭირი შენი ჭირიც არის. ქართულ ცნობიერებაში, უფრო პოზიტიური გამათქმაც დაიბადა, რომელიც გაცილებით მეტ ტოლერანტულობას გულისხმობს, ვიდრე თქვენ ბრძანდებით, - შენი ჭირი მე!
ზურა კუკულაძე
|