ეს ნაგლები ნახეთ, 5 ტეთრით გააიაფეს და ააჭრელეს პრესა, ამ დროს რამდენიმე კვირის წინ უაზროდ გააძვირეს (იმ პერიოდში იაფდებოდა მსოფლიოში საწვავი) და ეხლა ზუსტად იმდენი მოაკლეს და ამბობენ რომ გააიაფეს. ჩალით არის დახურული ეს ქვეყანა
წყარო: ტრიპოლის მოვლენებმა, საქართველოში საწვავი გააიაფა
[ტრიპოლის მოვლენებმა, საქართველოში საწვავი გააიაფა]
12:25 23.08.2011
[შორენა გოგოლაძე]
ბოლო ინფორმაციით, ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლის ნაწილს კვლავ მუამარ კადაფის ჯარი აკონტროლებს. ამბოხებულები ტრიპოლზე კონტროლს კარგავენ. „ბი ბი სი“–ს ცნობით კი, ამბოხებულებმა ტრიპოლი უკვე დატოვეს. დღეს დილით, ქალაქის ქუჩებში გამოსულ ამბოხებულებს სურპრიზი დახვდათ.
მათ ქალაქის ერთერთ სასტუმროში მუამარ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამი ნახეს, რომელიც ამ დრომდე ყველას დაპატიმრებული ეგონა. ალ–ისლამმა განაცხადა, რომ მამამისი თავს კარგად გრძნობს, რომ ტრიპოლშია და ქალაქს კვლავს ის აკონტროლებს.
ამ დროისთვის უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები ლიბიაში და რომელი მხარე დათმობს პოზიციებს, თუმცა ქვეყანაში არსებულმა დაპირისპირებამ მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში, ეგვიპტესა და ტუნისში დაწყებული არეულობების დროს, მსოფლიოს ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქროს ფასი. ძვირფასი ლითონის ფასმა მაშინ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში დაწყებული პროცესები რევოლუციით დასრულდა და ხალხმა გამარჯვება იზეიმა, ოქროზე ფასი მაინც არ შემცირებულა. დღეს კი ლიბიაში განვითარებული მოვლენების გამო, ოქროს ფასი მსოფლიო ბაზრებზე კვლავ იზრდება. „ბლუმბერგის“ ცნობით, ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 1913,5 დოლარი შეადგინა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ, ერთი უნციის ფასი 1897,38 დოლარი იყო. საერთო მაჩვენებლების თანახმად, ოქროს ფასმა აგვისტოში 17 %-ით მოიმატა. ექსპერტები ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის შეჩერდება ოქროს ფასის ზრდა.
ძვირფას ლითონზე ფასები იმატებს, თუმცა მსოფლიო ბირჟებზე საწვავის ფასი ეცემა. ლიბიის დედაქალაქის, ტრიპოლის შტურმმა ნავთობის მსოფლიო ფასები დააგდო. ნიუ–იორკის ბირჟაზე, დღევანდელი ვაჭრობის მიმდინარეობისას ბარელი ნავთობი 0,25 დოლარით გაიაფდა და 82,01 დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე კი ნავთობის ფასმა 2,48 დოლარით დაიწია და ბარელზე 106,14 დოლარი შეადგინა.
ტრიპოლში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელმაც მსოფლიო სანავთობე ბირჟებზე შავი ოქროს ფასის ვარდნა გამოიწვია საქართველოზეც იქონია გავლენა. ქართული ნავთობპოდუქტების მწარმოებელი კომპანიები საწვავის ფასს მიზერულად, მაგრამ მაინც ამცირებენ. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ საწვავი 5 თეთრით გააიაფა. ვისოლში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა გამოიწვია, რაც საქართველოზეც აისახა.
ამ დრომდე უცნობია გააიაფებენ თუ არა სხვა ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები საწვავის ფასს. ცხადია, რომ მათი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მსოფლიო ბირჟებზე არ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან ბირჟებიც ტრიპოლში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მუამარ კადაფსა და მის წინააღმდეგ ამბოხებულ ლიბიელებს შორის.
http://www.presa.ge/new/?m=bp&AID=8128