Beka_keწავიკითხე და ამდენმა ციფრებმა თავი ამატკინა, შენ გვითხარი ამათგან რომელია მართალი?
"2012-04-27 12:01:28
საწვავის ქართული ფასების ირგვლივ დისკუსია აქტიურდება
„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ და „აფბა“ ერთმანეთის კვლევის მეთოდოლოგიას აკრიტიკებენ
Commersant.ge
Commersant.ge-ზე საწვავის ქართული ფასების ირგვლივ დისკუსია აქტიურდება. შეგახსენებთ: „ილიაუნი ბიზნეს რევიუს’’ კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული საწვავიც კი იმაზე იაფია, ვიდრე ევროპაში ყველაზე იაფფასიანი ბენზინი.კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა 22 ქვეყნის ბაზარზე არსებული ორი კატეგორიის საწვავი - პრემიუმი და ევრო დიზელი.
კვლევის მიხედვით, ლარში დაანგარიშებით, ევროპაში საწვავზე შემდეგი ფასები ფიქსირდება: ნორვეგია - 3.97 ლარი; შვედეთი - 3.59 ლარი; სლოვენია - 3.27 ლარი; პოლონეთი - 3.14 ლარი; იტალია - 3.91 ლარი; საფრანგეთი - 3.52 ლარი; დიდი ბრიტანეთი - 3.63 ლარი; სლოვაკეთი - 3.37 ლარი; ლატვია - 3.16 ლარი და ა.შ.რაც შეეხება საქართველოს, აქ პრემიუმ კლასის ბენზინი 2.40 ლარი ღირს, რაც 45 თეთრით ნაკლებია ევროპის ყველაზე იაფ, ესპანეთის მაჩვენებელზე. ეს ციფრი ერთი ლარით ნაკლებია ევროპის უმრავლესი ქვეყნების მონაცემზე.
ევროდიზელის შემთხვევაში კი, „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევის თანახმად, ევროპულ ბაზარზე მისი ფასები შემდეგია: ნორვეგია - 4.27 ლარი გერმანია - 3.29 ლარი ჩეხეთი - 3.10 ლარი; ბელგია - 2.95 ლარი, ლუქსემბურგი - 2.74 ლარი და ა.შ. საქართველოში კი ევრო დიზელის საშუალო ფასი 2.35 ლარია.
კვლევას „ახაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ უპირისპირდება. „აფბას“ გამგეობის წევრის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოში ბენზინის ბაზრის მოთამაშეებისთვის დღგ და აქციზის გადასახადი ჯამში 25%-ს შეადგენს, ევროპაში კი, მაგალითად, საფრანგეთში, ეს მაჩვენებელი 62 %-მდე ადის. „ამასთან, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არა არის დიზელი ბენზინზე ძვირი, როგორც ეს საქართველოშია“ - აცხადებს ჯანიაშვილი.
მისი თქმით, ქართულ ბაზარზე კონკურენცია არ არსებობს და კომპანიები ფასებს ერთმანეთში გარიგებების შედეგად არეგულირებენ.ილიას უნივერსიტეტის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ჯანიაშვილის არგუმენტებს არ იზიარებს.
„აფბას“ მტკიცებით, საფრანგეთში დღგ და აქციზი 62 პროცენტს აღწევს, საქართველოში კი 25 პროცენტს. ეს ნიშნავს, რომ X თანხას დამატებული 62 პროცენტი, უდრის საფრანგეთში ბენზინის ფასს - ანუ 3.52 ლარს. და X თანხას დამატებული 25 პროცენტი, უდრის საქართველოში არსებულ ბენზინის თანხას (2.40 ლარს). ასე პირდაპირი დარიცხვა არ ხდება, მაგრამ ასეც რომ იყოს, მარტივი არითმეტიკაა:
საფრანგეთის მაგალითი: 3.52 ლარი რომ მიიღო, 2.173 ლარს უნდა დაუმატო 2.173 ლარის 62 პროცენტი ანუ 1.35 ლარი. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, საფრანგეთში დაბეგვრამდე ბენზინის ფასი, „აფბას“ ლოგიკის მიხედვითაც კი, არის 2.173 ლარი.
საქართველოს მაგალითი: 2.4 ლარი რომ მიიღო, 1.92 ლარს უნდა დაუმატო 25 პროცენტი ანუ 0.48 ლარი. მარტივად, საქართველოში დაბეგვრამდე ბენზინის ფასი, მათი ლოგიკითაც კი, არის 1.92 თეთრი. როგორც ვხედავთ, ახალგაზრდა ფინანსისტების არგუმენტები ელემენტარული არითმეტიკით ბათილდება.
ყურადღებას აღარ გავამახვილებთ იმაზე, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაშია დიზელი პრემიუმ კლასის ბენზინზე ძვირი, საქართველოში კი მსგავსიც არაფერი ხდება,“ - ამბობს აბაშიშვილი."
http://commersant.ge/?id=8477