ვანო მთვრალაშვილი - მსოფლიოში ნავთობზე გაზრდილი ფასი საქართველოზეც აისახება
12:33 25-02-2011
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით , საქართველოს საცალო ქსელი სრულად მიბმულია ნავთობის საერთაშორის ფასებზე, შესაბამისად მსოფლიოში გაზრდილი ფასი საქართველოზეც აისახება.
მისი თქმით, არავინ არა ელოდა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ბარელზე 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.
"ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება პროგნოზების გაკეთებას ართულებს. არის საშიშროება, რომ დაძაბული ვითარება საუდის არაბეთზეც გავრეცლდე, რომელიც ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელი და იმპორტიორი ქვეყანაა. ლიბია კი ევროპის ძირითადი ექსპორტიორია, რომელმაც მესამედით შემცირა ნავთობის მოპოვებაც და ექსპორტიც. ნავთობის ფასი მსოფლიოში სერიოზულად მაღალია", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ნავთობი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,11 აშშ დოლარით გაიზარდა და 111,36 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,82 აშშ დოლარით 97,28 აშშ დოლარმდე შემცირდა.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...-aisakheba.htmlამათი დედა ------------------------------- დილა-საღამოს