ვერ დაგეთანხმები.
აზრი აქვს და თან დიდი.... მაგ ტელევიზიას უყურებს საქართველოს ყველაზე დიდი პროტესტის მქონე ხალხი, (რაღაც ვერ დავწერე, მაგრამ ხო მიხვდით

)
ხალხი რომლებიც მართლა გამომსვლელები არიან პროტესტით და უაზროდ ყველაფრით კმაყოფილები არ არიან
ბექა შენ გწერ-მათ თუ დაანახვებთ რომ ბენზინის ფასში გვატყუებენ და ეს მარტო მანქანიანებს კიარადა ნებისმიერის ჯიბეს ურტყავს კარგი იქნება
მოხუცი იქნება თუ ბავშვი, მანქანიანი თუ უმანქანო, ყველა ჭამს და უაზროდ გაძირებულ საჭმელს, რომელსაც ძალიან აძვირებს ბენზინის ფასი
ანუ თვითოეულ ლუკმის წილში გვისხედან რა...
დიზელი როგორაა გაძვირებული! პროდუქტის მოსაყვანად რამდენი ოპერაციასე მიდის საწვავი:
მოხვნაზე, კულტივაციაზე, დათესვაზე, შემდგომ ჩასატარებელ სამუშაოებზე, აღებაზე და დაბინავებაზე.
მერე გადამუშავება უნდა ყველაფერს და მანამდე მომხმარებელთან მოხვდება კიდე რამდენჯერ ტრანსპორტირდება ქარხნებში, საწყობებში და მერე მაღაზიამდე.
წარმოგიდგენიათ რამდენისაწვავია საჭირო? და ეს გაზრდილი ფასი რამდენად მოქმედებს ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე?
გლეხი ვეღარ აწარმოებს პროდუქტს რადგან იმდენად ძვირი ჯდება მოყვანა რომ აზრი აღარ აქვს. უცხოეთიდან შემოსულ გენმოდიფიცირებულ ფროდუქტს კონკურენციას ვერ გაუწევს
ხოდა ჩვენც ვჭამთ ამ გაძვირებილ საჭმელს და თან რას უშვრება ჩვენს ორგანიზმს არავინ ვიცით
თან ჯიბიდან გვაცლიან ფულს და თან გვწამლავენ ამ ნაგვით.
ეს რაც დავწერე ლამაზად უნდა ჩამოყალიბდეს და მიეწოდოს მოსახლეობას, რომ ყველა მიხვდეს, მანქანიანი თუ უმანქანო, მოხუცი თუ ახალგაზრდა, რომ ყველას გვაყაჩაღებენ და გვწამლავენ!