#62445993 · 24 Jan 2026, 01:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PAINKILLER
| QUOTE | | ადრე გაგონებული მქონდა რომ ადვილად ტყდება კედარის ტოტები, მაგრამ 10სმ სისქის უზარმაზარ ტოტს თუ თოვლი ჩამოამტვრევდა ნაღდად არ მეგონა |
10 სმ-იან ტოტი კი არა, ნახევარზე გადახლეჩილი კედარიც ბევრია მსგავსი თოვლისას, საკმაოდ მკვრივია და შესაბამისად მძიმე თავად ტოტები + წიწვები ხშირი აქვს, ასევე ტოტების ფორმა ისეთი რომ ბევრ თოვლს იტევს, დრეკადობის უნარი კი ცუდი აქვს, მყიფეა და წონას რომ ვეღარ უძლებს იხლიჩება სამსახურის ეზოში დგას რამოდენიმე, ისეთი კოხტები იყო რომ შეხედავდი გესიამოვნებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დაახლოებით ასეთი რაოდენობის თოვლი რომ იყო, ერთ დილას უმეტესობა ნახევარი ხე დამხვდა, გეგონება მეხი დაეცაო ისე იყო დახლეჩილი ტოტები
|