კამერა არ მქონდა ვერ გადავიღე და ისე მოგიყვებით

))
რამდენიმე დღის წინ ბოლნისიდან მოვდივარ თბილისისკენ და გზად უსაქმურობისგან მანქანებს დავუწყე თვალიერება. არმისული მარნეულამდე რაღაც სოფელია, ხიდისთავი მგონი.
დავაკვირდი და მთელი სოფელი გატენილი იყო ფორდ ტრანზიტებით

აი ასეთი ფორდ ტრანზიტები იყო სულ.
თბილისში პროცენტულად იმდენი ოპელის ტაქსი არ დადის რაც იქ ეგენი იყო.
თან 10-დან 9 ფორდ ტრანზიტი ზუსტად სურათზე როგორიცაა ეგეთი იყო, ნუ გამოერეოდა დაბალი ფორდ ტრანზიტი, მაგაზე ახალ კუზაოზე ფორდ ტრანზიტი, ოდნავ გრძელი ფორდ ტრანზიტი, ბორტავოი ფორდ ტრანზიტი, კუზაოიანი ფორდ ტრანზიტი, ევაკუატორი ფორდ ტრანზიტი.
მარა აი იმენა ყველა მანქანა ფორდი იყო ტრანზიტი

მარნეულში დავინახე პირველად ემრსედესის მარშუტკა.
იმენა საფორდტრანზიტეთი იყო

აღარ მგონია ამ ახლო მომავალში მაგეთ მოვხვდე კიდე თორე გადავიღებდი უეჭველი

))