როგორც იქნა მეღირსა ჩაბარება.
მოკლედ დGეს რომ კანკალით ვიყავი შეპყრობილი ისე არ ვყოფილვარ აქამდე. ვერც ფეხს ვაჩერებდი, ვერც ხელს და ვერც ვერაფერს.
მინდა ავღნიშნო ის, რომ მე ჯიპზე არ მევარჯიშა ასე არ გამიადვილდებოდა. გარაჟზე არ დამჭირვებია ბევრი შეწორება, თითქმის ეგრევე შევაყენე, ზიგ-ზაგზე ავიბენი ცოტა, ვერ მივხვდი რომელ ზიგ-ზაგში უნდა შევსულიყავი და რომელი მხრიდან, მაგრამ მითხრა რომ ისრით მითითებული არისო და კარგად დააკვირდიო. ნუ ამის შემგედ ჩიხში შესვლის წინ დამავიწყდა გაჩერება და მაპატია. ამის მერე რვიანში გავედი ნორმალურად, ერთი-ორჯერ ვიფიქრე ვსიო დამთავრა მეთქო ყველაფერი მაგრამ გამიმართლა და გადავრჩი. ყველაზე თამამად აღმართზე ვიაყვი, ეტყობა გაზს რომ მივაჭირე იმის იმედი მქონდა, ხოდა მერე პარკინგზე ისე თავისუფლად შევაყენე გამიკვირდა მე თვითონ. საქმე ისაა რომ დამავიწყდა რომ ჯოხებზე უნდა შემეხედა და ფაქტიურად ინტუიციით შევედი. და რომ შევედი და გავასწორე, ერთი შევყვირე, ვაიმე რა ბედნიერებაათქო და ბოლოს რომ მითხრა იქ მიაყენეო და სად აიღებ მართვის მოწმობასო არ მეჯერა

მერე ჩამოვედი, კარგად დავფიქრდი და მეთქი არა რა სისულელეა მე არაფერი გამიკეთებია ყველაფერი მანქანა გააკეთათქო. აი ასეთი ჭკვიანი მანქანა შემხვდა.

ხო რაც შეეხება ჩემს ფეხი კანკალს რომ დავჯექი იქიდან რომ დავეწყო, არ გამჩერებია გაჩერებამდე.
რაც შეეხება გამომცდელს, ძალიან კარგი ბიჭი იყო, იმიტომ რომ მითხრა ყოველი ილეთის მერე საიდან უნდა შევულიყავი, რადგან ჩემთვის გარაჟის გარდა უცხო იყო და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა.
მოკლედ დამთავრდა ეს ჯოჯოხეთი. იქითა კვირას ჩემი დაჯღანულ სურათიანი პრავა მექნება.
ხო ასევე მინდა დავწერო რჩევა ახალ დამწყებთათვის. მე გირჩევთ თქვენ ისწავლოთ რაც შეიძლება დიდ მანქანაზე რადგან მერე ისე გაგიადვილდებათ რომ იფიქრებთ ამხელა ადგილი მაქვს და რაღას უნდა დავეჯახოო.
ეხლა გარაჟში რომ შევაყენე, ცოტა ცერად კი მომივიდა მაგრამ იმხელა ადგილად მომეჩვენა, ვიფირე აქ ტანკიც შეეტევათქო.
This post has been edited by audrey-girl on 2 Apr 2011, 12:37