მოკლედ 2 თვის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი თეთრი რაში, ხოდა გუშინ ღამის 10 საათზე წავედით ძმაკაცები ფოთში მანქანით. ადგილზე ვიყავით სადღაც 2 საათზე. კაციშვილი არ იყო გეზში, მხოლოდ 1 ოპერატორი და 1 იც მოლარე ბანკის. გადავიხადე 182 ლარი და+21 ლარი ჯარიმა (3 დღეზე მეტი იდგა გეზში), საბუთები არ მქონდა და მხოლოდ პირადობის მოწმობით გამომატანეს, 30 წუთში გარეთ ვიყავი უკვე.
მანქანა უკვე მელოდებოდა. მოყვა 2 გასაღები და ორივე შიგნით იდო ,მაგრამ მანქანაში ნამდვილი დომხალი იყო. ყველაფერი ერთმანეთში არეულ დარეული.
ეხლა დავწერ პრობლემებს რაც შემექმნა.
1)წინა ბამპერი იყო ჩამოვარდნილი, არადა ჩატვირთვის სურათებში არაფერი მსგავსი არ ჭირდა
2)საბურავები იყო დაშვებული და რომ გავაბერინე 2 ცალი იყო გაჭრილი იმიტომ რომ დაშვებულზე გამოაგორეს. (დილის 6 ამდე ვერ წამოვედი მაგიტომ რომ 2 საბურავი ვერ ვიშოვე, 1 ზაპასკა აქვს მარტო

)
ნუ ცუდი მომსახურება იყო თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ბევრი ნიუანსი იყო რა. ალბათ დაიხვეწება ნელ ნელა.
ხო მართლა ამოღებული იყო ბაგაჟნიკიდან ბასბოჩკა (არ ვიცი აქ, არ ვიცი იქ) და კიდევ ფარი რომელიც მანქანაში იდო აღარ ქონდა ქსენონის ნათურები.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.