რბილად რომ ვთვათ არასერიოზულია ასეთი მიდგომა საქმისადმი. თბილისიდან ფოთში ჩასვლა ტყუილად და მერე იქ რაღაც მანდაუშკებიან სასტუმროში გაჩერება ყველამ ვიცით, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა.
აქ ზემოთ რამოდენიმე პოსტი ვნახე და ხალხი MSC SEBNEM-ის დაცლას ელოდებოდა. ცნობისთვის ჩემი კონტეინერიც ამ გემით ჩამოვიდა თურქეთიდან.
Renixკი გეზში დავრეკე , კონკრეტულად კი 26-28-57-ზე გოგონას ვესაუბრე. მითხრა, რომ კონტეინერი გახსნილია მაგრამ მანქანის ვინ კოდს ვერ ვხედავო და სანამ თქვენ ჩამობრძანდებით უკვე პროგრამულადაც გასწორდებაო. შემდეგ გადასამოწმებლად ვიღაცას დაურეკა და კონსულტაცია გაიარა და იმ მითიურმა ქმნილებამაც დაადასტრურა კონტეინერის გახსნის ფაქტი. ამის შემდეგ წავედი ფოთში.
Renix
სანამ წახვალ გადაამოწმე გადამზიდავთან, მიღებული აქვთ თუ არა რელიზი გამომგავნისგან და გადაგზავნილი აქვთ თუ არა ინფორმაცია კონკრეტული კონტეინერის შესახებ გეზში. გეზი ისე არ ხსნის კონტეინერს თუ გადამზიდავმა კონტეინერის დაცლის ფული არ გადაიხადა.
jack_potშეგიძლია დამეხმარო და მითხრა ვისი ბრალია?
შეცდომით ვინმეს დაუმსახურებლად რომ არ ვაგინო.
კი ბატონო მეც ვიტყვი სხვებივით , რომ კარგია სისუფთავე და დაბერილი საბურავები, რაშიც ადრინელიდან გასხვავებით ბევრად მეტ ფულს ვიხდით.
არც იმაზე მაქვს პრეტენზია, რატო უფრო ოპერატიულად არ მუშაობენ და გემის დაცლის მეორე დღეს რატო არ გამომატანეს მანქანათქო.
კაი ბატონო იმასაც გავიგებ, რომ სმს-ები ავტომატურად იგზავნება არსებული მონაცემების საფუძველზე.
ჯანდაბას იმასაც გავითვალისწინებ, რომ რს.გე-ს მონაცემების "განმაახლებლებმა" შეცდომით და უსაფუძვლოდ დაწერეს გახსნის თარიღი.
მაგრამ იმას ვერასოდეს ვერ გავიგებ, ადამიანებს, ჩემს შემთხვევაში გეზის თანამშომლები რომლებსაც ტელეფონით ვესაუბრე, უშუალოდ ტერმინალში იმყოფებიან და არ ააქვთ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე ათეული კონტეინერის შესახებ.
ეს ალბათ არ არის იმ ორი ადამიანის ბრალი, ეს გაცილებნით დიდი პრობლემაა რაც არც თუ ისე კარგად მეტყველებს მთლიანად ტერმინალის რეპუტაციაზე და სახელზე. თუმცა როგორც ყოველთვის ეს ყველას მაგრად კიდია
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)