რა ვიცი ბოლო წლებში ყველაფერი ერთჯერადი შენდება. ძველი ცივილიზაციები ისე აშენებდნენ, რომ დღეს მეცნიერები აზრზე ვერ მოდიან ვისი და როდინდელი აშენებულია. დღეს რომ დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფა მოხდეს, მომავალი ცივილიზაციები ვერც კი მიხვდებიან რომ მეხუთე ცივილიზაცია არსებობდა დედამიწაზე და კომპიუტერებიც კი ჰქონდათ. ისევ სხადასხვა კონტინენტებზე გაფანტულ პირამიდებს მიაგნებენ და გაოცდებიან იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც ან უცხოპლანეტელებმა ჩამოიტანეს ან ააშენეს გენური ინჟინერიის გამოყენებით შექმნილმა ნეანდერტალელებმა მოშინაურებული დინოზავრების დახმარებით, რომლებიც პირიდან ლაზერის სხივებს ისროდნენ და კარაქივით ჭრიდნენ უზარმაზარ ქვის ლოდებს, ხოლო კუდით, რომელიც ბურღად ჰქონდათ გამოყენებული უზუსტეს ნახვრეტებს აკეთებდნენ

მართლაც ასეა, გავა მილიონობით წლები და არანაირი კვალი ჩვენი განვითარებული ცივილიზაციისა არ დარჩება. ასე რომ აიღეთ გრანიტი ან რაიმე ნაგარი ქვის მასალა და ამოჭერით ტექსტი: "აქ ამა და ამ საუკუნეში ცხოვრობდა მეფე მიხა!"

წავიდნენ და მერე იმკითხაონ მართლა მეფე იყო მიხა თუ ლავაშის მცხობელი. თან ცოტა დიდ ტექსტს თუ დაწერთ თქვენი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ უფრო უკეთესი. დისკებზე შენახული ტერაბაიტები მაინც დროს ვერ გაუძლებს, ჩაფლავდება რამდენიმე ათეულ წელიწადში. მომავალ მკვლევარებს კი გაუჩნდებათ წყარო, რომელიც სხვა წყაროების არ არსებობის შემთხვევაში იქნება პირველადი

ისე თუ გგონიათ რომ ვხუმრობ თქვენც დაფიქრდით. 50-100 ათასი წლის შემდეგ რა გადარჩება იქიდან, რაც ჩვენ გვაქვს.
ბევრ რამეს თვითონ ადამიანი უკეთებს უტილიზაციას. ამიტომაც არის რომ წინა განვითარებული ცივილიზაციების კვალი ძნელად მისაგნებია. ჩვენი ისტორიაც ცხადია ზღაპრების კრებულია.