Audi A6 Test Drive

მაშინვე როგორც კი თქვენ ავტომობილს დაქოავთ მაჩვენებლების პანელიდან ამოდის მონიტორი და კონტაქტი ინტერნეტთან უკვე დამყარებულია. ეკრანზე გამოდის გუგლეს სპუტნიკური სისტემა, რომელიც მაშინვე განახებთ თქვენს ადგილმდებარეობას, თმცა გაზის პედალზე ფეხის დაჭერის შემდეგ ამ ყველაფრის ყურების საშუალება ნამდვილად არ გექნებათ, რადგან 6 წამზე ნაკლებში თქვენს საქარე მინაზე გამოვა ციფრული წარწერა 100 km/h. სამმა გერმანულმა წამყვანმა ბრენდმა (Audi, BMW, Mercedes-Benz), ბიზნეს კლასის სედანთა წარმოება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისედ დონემდე აწიეს, რომ სხვა ვერცერთი კომპანია ამ მომენტისთვის მათ ვერ უტოლდება. 2 წლის წინ Mercedes-მა თავისი კოზირი ინოვაციური, უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი E კლასი წარმოადგინა, შემდეგი იყო BMW, რომელმაც ახალი მეხუთე სერია შექმნა და ბოლოს კი თავისი კარტები Audi-მაც გამოაჩინა და მან ახალი A6 შექმნა. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ახალი ექვსიანი ბევრად უფრო აგრესიული და დინამიური ავტომობილია ვიდრე მისი წინა თაობა და ალბათ უკვე იცით, რომ ახალი A6-ის ჩონჩხი და ყველა დეტალი ხელახლა, სპეციალურად A6-სთვის იქნა შემქნილი.

მაშინვე როგორც კი ამ A6-ის სალონში აღმოჩნდებით თავში ერთი აზრი მოგივათ "ის ახალ ეპოქაში შეიქმნა" და მაშინვე იგრძნობთ რომ ის ძალიან ტექნოლოგიური და დახვეწილი ავტომობილია, რომელიც ნამდვილად კონკურენტუნარიანია. როგორც უკვე გითხარით ავტომობილში უკაბელო ინტერნეტიც არიც, რომელმაც ჯერ მსოფლიოს ტერიტორია მოიცვა შემდეგ კი აუდშიც შეაღწია. საინტერესო ის ფაქტია, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას სადაც მობილური კავშირგაბმულობა არსებობს, 3G მოდემის და Wi-Fi როუტერის დახმარებით თქვენ გაქვთ ინტერნეტი. აღსანიშნავია რომ ცენტრალური კონსოლით მართვადი დისფლეი, ინტერნეტის დახმარებით მოგაწვდით ნებისმიერ ინფორმაციას, მაგალითად, თუ თქვენ მოხვდით ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცით და გსურთ გაიგოთ, ინტერნეტის დახმარებით აღმოაჩენთ და შეიტყობთ ყველა სასურველ ფაქტს, ისეთებს როგორიც არის ტერიტორიის დასახელება, ზუსტი ადგილ-მდებარეობა, რისი ნახვა იქნება საინტერესო (ტურისტული თვალსაზრისით) და ასე შემდეგ.

ძრავი, გადაცემათა კოლოფი, დაკიდების სისტემა და მართვის სისტემა არის ისეთი დეტალები, რომლებსაც გერმანელები, ყოველწლიურად და ყველა ახალ ავტომობილში აუმჯობესებენ და თავისი კონკურენტების მსგავსად Audi თაობიდან თაობამდე უფრო და უფრო ბალანსირებულ ავტომობილებს გვთავაზობს, "ბალანსირებული" კი ის სიტყვაა, რომლითაც ახალ A6-ს ყველაზე კარგად შეამკობთ. ავტომობილის დაკიდების სისტემა კომფორტულობაზე უფროა გათვლილი ვიდრე სპორტულობაზე, თუმცა ეს მძღოლის და ავტომობილის ურთიერთობას ხელს ნამდვილად არ უშლის, რადგან ის საკმაოდ მანევრული და სპორტულიც არის, მით უმეტეს, რომ ახალ A6-ს წინა თაობასთან სედარებით უფრო მეტი მართვის ვარიანტი გააჩნია. საინტერესოა, რომ ავტომობილს აქვს ზამთრის და ზაფხულის მართვის განსხვავებული სისტემა, თუმცა საინტერესოა თუ რა განსხვავებაა ამ ორ მართვის ხასიათს შორის? ზაფხულის სტილით მართვის დროს ავტომობილის დაკიდება უფრო უხეში ხდება, ის ქვემოთ იწევს და მისი უკანა დიფერენციალი თანაბრად გადანაწილებული სიმძლავრის დახმარებით უზრუნველყოფს მანევრულ, სწრაფ, უფრო სპორტულ მართვას, რომელშიც ავტომობილს ახალი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც ეხმარება.

რაც შეეხება ავტომობილის ძრავებს მასში დევს 2 ბენზინის და 3 დიზელის აგრეგატი. დავიწყოთ ბენზინის ატმოსფერული 2.8 FSI ძრავით, რომელიც 204 ცხენისძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და შედეგად 0-100 კმ/სთ-მდე (0-62.mph) 7.7 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 240 კმ/სთ-ს (149.13 mph). კარგი სპორტული მონაცემების გარდა ავტომბოილი ძალიან ეკონომიური და ეკოლოგიურია, რადგან მას ყოვგრამ CO2-ს გამოყოფს, ეს კი 12 %-ით უკეთესი შედეგია ვიდრე 14 ცხენისძალით ნაკლები სიმძლავრის მქონე წინა თაობის ძრავი.
ყველაზე ძლიერი ბენზინის ძრავი ახალი თაობის A6-ში არის 3.0 TFSI V6 რომელიც 300 hp ცხენისძალას და 440 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რაც Audi A6 3.0 TFSI-ს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-მდე 5.5 წამში აჩქარდეს და გაავითაროს ელ.შეზღუდული 250 კმ/სთ (155.34 mph). ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიურობის და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით 3.0 TFSI V6 ბევრი არაფრით ჩამოუვარდება 2,8 ლიტრიან FSI-ს, რადგან 3 ლიტრიან აგრეგატს 100 კილომეტრის გასავლელად 8.2 ლიტრი ბენზინი სჭირდება (26.68 US mpg) და ყოველ გავლილ კილომეტრზე 190 გრამ CO2-ს გამოყოფს ეს კი 13 %-ით მწვანე და ეკონომიურია ვიდრე წინა თაობის 290 ცხენისძალაიანი ძრავი.
ყველაზე ეკოლოგიური და ეკონომიური ძრავი ახალ A6-ში არის 2.0 TDI 4 ცილინდრიანი ძრავი რომელიც 177 ცხენისძალას და 380 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და მექანიკური გადაცემათა კოლოფის დახმარებით ის 0-100 კმ/სთ-მდე 8.7 წამში ჩქარდება და ავითარებს მაქსიმალურ 228 კმ/სთ-ს (141.67 mph), თუმცა როგორც უკვე გითხარით ავტომობილის მტავარი ხიბლი მის ეკონომიურობაში და ეკოლოგიურობაშია, რადგან ახალ 2.0 TDI-ს 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 4,9 ლიტრი დიზელი სჭირდება (48.00 US mpg) და ყოველ გავლილ კილომეტრზე 129 გრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს. ასეთი მაჩვენებლების მიუხედავად დიზელის მოხმარების რაოდენობა 13 %-ით არის გაუმჯობესებული.
შემდეგი არის V6 TDI, რომელიც 204 ცხენისძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმშავებს და ახალი თაობის მულტიტრონიკ გადაცემათა კოლოფის დახმარებით 0-დან 100 კმ/სთ-ს (62.14 mph) ის 7.2 აღწევს და ავითარებს მაქსიმალურ 240 კმ/სთ-ს (149.13 mph). რაც შეეხება წვას V6 TDI 100 კილომეტრს 5.2 საწვავით გადის და ყოველ გავლილ კილომეტრზე 137 გრამ CO2-ს გამოყოფს. ასეთი მაჩვენებელი წინა 190 ცხენისძალიან ძრავთან შედარბით 19 პროცენტით უკეთეს შედეგს იძლევა.
თუ თქვენ დიზელის V6-ის ზემოტ ნათქვამი მონაცემები არ მოგწონთ, მაშინ არსებობს კიდევ ერთი 3.0 TDI, რომელიც 245 ცხენისძალას და 500 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც ავტომობილი პირველ ასეულს 6.1 წამში ფარავს და ავიტარებს ელ.შეზღუდულ 250 კმ/სთ-ს (155.34 mph). ყველაზე ძლიერ დიზელის აგრეგატს 100 კილომეტრის გასავლელად 6 ლიტრი დიზელი სჭირდება (39.20 US mpg) და ყოველ კილომეტრზე ის 158 გრამ CO2-ს გამოყოფს რაც 16 უფრო უკეთესი შედეგია ვიდრე მისი წინა 240 ცხენისძალიანი ვარიანტი.

ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახალ A6-ს აქვს უამრავი ულტრა ტანამედროვე ტექნოლოგია. 2005 წელს როცა მერსედესმა ახალი თაობის წარმომმადგენლობითი კლასის ავტომობილი S-Class- წარმაოდგინა მას ჰქონდა იმ დროისათვის ყველაზე მეტი ფუნქცია, ულტრა ტანამედროვე ტექნოლოგია და ახალი გამოგონება, ისეთები, როგორებიც არის გამოკიდების სისტემა (რომელიც მერსედესს ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა), რომელიც ავტომატურად ჩერდება და ჩქარდება წინ მიმავალი ავტომობილის მოძრაობიდან გამომდინარე, საჭის ვიბრირება საჭიროების შემთხვევაში და სხვა მრავალი რამ, ახლა კი დადგა დრო ეს ყველაფერი ბიზნეს კლასის ავტომობილებმაც მიიღონ.
დღის ბნელ საათებში ავტომობილის ეკრანზე ირთვება ინფრარედ კამერა, რომელიც გზაზე მოძრავ ქვეიტებს თუ ნებისმიერ ობიექტს მიაშუქებს და ატყობინებს მძღოლს მათი ტრაექტორისს და ადგილმდებარეობის შესახებ. ახალ ექვსიანს ასევე აქვს უკანა სენსორული სისტემა, რომელიც აკონტროლებს ავტომობილის უკანა ნაწილს და იმ შემთხვევაში თუ თქვენ რომელიმე სხვა ავტომობილი გასწრებთ, აუდის უკანა ხედვის სარკეებში ინთება წითელი, სტაფილოსფერი შუქი, რომელიც უკან მოძრავი ავტომობილის ჩანაფიქრს გატყობინებთ.

არ უნდა გამოგვრჩეს ავტომობილის დამოუკიდებლად პარკირების სისტემა, რომელიც ავტოპილოტის და Park Assist სისტემის დახმარებით ნებისმიერ ადგილას თავისით ჩერდება. ასევე აღსანიშნავია ავტომობილის რუნვადი ფარები, ანუ სისტემა, (რომელიც ავტომობილის მოსახვევში შესვლის დროს ფარებს მოსახვევის მიმართულებით უხვევს) და ფარების ავტომატური სისტემა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან გასვლის დროს თავისით აფართოვებს მაშუქებს და გზის უფრო ვრცელ ტერიტორიას ანათებს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ გაუმჯობესებული მხედველობის და უკეთესი შუქის მიუხედავად ავტომობილის მაშუქები ღამით ნაკლებად მოქმედებს წინიდან მომავალ სხვა ავტომობილზე.
ყველა ამ ფუნქციასთან, დიზაინთან და ძრავის მახასიათებლებთან ერთად ახალი არაჩვეულებრივი და ძალიან მაგარი A6 თავისი კლასის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ერთდროულად ყველანაირ კომფორტს გთავაზობთ.



კონკურენტები...

This post has been edited by Team on 13 Mar 2011, 01:44