მეც ეგრე დავიწყე და მოვყვები პაწია ისტორიას : )
ყიდვამდე 2 თვე ყველა მანქანის აუქციონს ვუყურებდი, ვამუღამებდი საშუალო ფასს ადგილზე. + ტრანსპორტირების თანხებს ვთვლიდი ყველა შტატიდან რო ზუსტად მცოდნოდა რა ხარჯი მექნებოდა..
მეც 3-4K-ს ფარგლებში ვფიქრობდი რო ვიყიდიდი მანქანას მარა ამაოდ.
2ჯერ მოვიგე 545 Run and drive დაუზიანებელი 6K-ად ადგილზე და არცერთხელ არ გამომატანეს, სტროგად 10-ს ითხოვდა მეპატრონე.
ბოლოს ვნახე ჩემი EX მანქანა, ვინ შევამოწმე და ძალიან სუფთა იყო, გარბენი ცოტა ქონდა. დაურტყმელი ავარჩიე მარა მექანიკური პრობლემა ეწერა და არ იქოქებოდა.
ვინის ბოლო ჩანაწერში ეწერა აკუმულატორის შეცვლა. მერე გადავქექე ინტერნეტი და აკუმულატორის შეცვლის მერე ბევრ პრობლემას წავაწყდი რო ხშირი იყო ესეთი შემთხვევა რო არ იქოქებოდა მანქანა და მეც ჩემი ვარაუდით დავაბრალე ელ პრობლემას და ჩავუჯექი კიდეც აუქციონს
აუქციონი საკმაოდ სოლიდურ თანხებამდე გაგრძელდა მარა იმდენად შევედი აზარტში რო ბოლომდე მივყევი და 6400ად მოვიგე ადგილზე.
ჩამოსვლამდე აზრები შემეცვალა, ზოგს რო ვკითხე კარობკებს ერხევაო, ზოგმა ძრავებიც სუსტი აქვსო და მოკლედ სანამ ჩამოვიდა წონაში დავიკელი იმდენი ვინერვიულე მარა ფოთში როცა მანქანა ვნახე შალახოს ვცეკვავდი, ისეთი მოვლილი და სვეჟი ჩამოვიდა რო არც მეგონა ეგეთი მანქანა კოპარტზე თუ შეიძლებოდა ყოფილიყო : )
მოკლედ მანქანა ჩამოვიყვანე ევაკუატორით თბილისში და იმ დღესვე დავქოქეთ.
პრობლემა იყო რასაც მე ვფიქრობდი, კომპი ქონდა არეული, პრაშივკა გაუკეთეს და ეგრევე მოიხოდა

ტაკ შტო გამართლებაზეა ყველაფერი დამოკიდებული

წარმატებას გისურვებ!!!

Copyright © 2009 Brothers Corporation. All rights reserved.
მე მეამაყება, რომ ვარ ქართველი!