ვფიქრობ ავტო რეკორდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, Bentley Continental Supersports-მა დაამყარა ყველას გახსოვთ, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ ეს რეკორდი გერმანულმა ავტო მწარმოებელმა Audi-მ უკვე გააუმჯობესა. Supersports-ის რეკორდი 328 კმ/სთ-ზე ცოტა მეტს შეადგენდა, ხოლო ახალი რეკორდი, რომელიც Audi RS6-მა დაამყარა 331 კმ/სთ-ს შეადგენს. ახალი ყინულზე სისწრაფის რეკორდი ფინეთში უფრო კონკრეტულად Oulu-ში იქნა დამყარებული. აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ რეკორდი არანაირად არ შედიოდა აუდის ინტერესებში, უბრალოდ საბურავების მწარმოებელი კომპანია Nokian-ი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მათი ზამთრის საბურავები, Hakkapeliitta 7 უკეთესია ვიდრე Pirelli SottoZero II, რომელიც Bentley Continental Supersports Convertible-მ თავისი რეკორდის დასამყარებლად გამოიყენა.
Nokian-ის მმართველობამ ჟურნალ AutoEvolution-თან ინტერვიუში განაცხადა "ჩვენ გვინდოდა ახალი რეკორდის დამყარება, რადგან Bentley-მ რამოდენიმე კვირის წინ რეკორდის დროს ჩვენი კონკურენტი კომპანიის Pirelli-ს საბურავები გამოიყენა", სწორედ ამიტომ აუდის, როგორც უკვე გითხარით აუდი ამ ყველაფრით საერთოდ არ ყოფილა დაინტერესებული, თუმცა ამ მომენტში საბურავს, ავტომობილს და მძღოლს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ არსებობს წინადადება "fastest car on ice" ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
http://news.drive.ge/index.php?m=44&newsid=2344