ჰეჩბექს რომ ადარებთ, ესეც თქვენი ჰეჩბექი...

RS3-ს როგორ უნდა შეადარო ჩემამდე არ დადის

ბაყაყი


Audi ჟენევის ავტო შოუზე წარადგენს A3 კონცეპტუალურ სედანს, ავტომობილი მიეკუთვნება ისეთ კლასს რომელიც უჩვეულოა მდრიდრულ ბრენდებში,და Audi არის პირველი მდიდრული ბრენდი მსოფლიოში რომელიც გვთავაზობს ,,ბუნებით’’ ჰეჩბექის სედან ვერსია, ეს იგივეა ახლა რომ Bmw მ 1 Series ს სედანი ვერსია რომ წარადგინოს. ასეთი კლასის ავტომობილები ჩვენ ვიცით მაგალითად ასევე გერმანული Opel ისგან Astra Sedanი ან Ford Fokus სედანი, ან კიდევ უამრავი მზგავსი კლასის მანქანა, არა მდიდრული ბრენდებისგან. ფაქტიურად Audi მ შექმნა ისეთი კლასის ავტომობილი რომელსაც მისგან არავინ არ მოელოდა, არავინ არ ელოდა თუ კომპანია შექმნიდა ზოგადად მდიდრული ბრენდებისთვის უჩვეულო კლასის ავტომობილს
მაგრამ მარტო კლას ვინ ჩივის, სალონი!? ხომ გამაოგნებლად მდიდრულია მდიდრულია ისე როგორც მაგალითად Audi A8, კაი ესეც გავაცნობიეროთ, Audi არსებობის დღიდან პრემიუმ ბრენდია და იდეაში ასეც უნდა იყოს, ყველა ერთნაერად მდიდრული უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე საოცარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმალება კაპოტქვეშ, საოცარია ძრავის მოცულობა და საოცარია მისი შესაძლებლობები, ავტომობილს უყენია 2.5 ლიტრი მოცულობის ტურბო ჩარჯერიანი 5 ცილინდრიანი ძრავი 408 ცხენის ძალით და 500 ნიუტონ მეტრით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე იმდენად მაღალია რომ ელექტრონულად არის შეზღუდული 250 კმ/სთ ზე, ავტომობილი 100კმ/სთ ანვთარებს 4.1 წამში.
ავტომობილი 100კმ ზე ხარჯავს 9.1 ლიტრ ბენზინს, გამოყოფს 212 გრამ ნახშირო ჟანგს. ავტომობილის სიგრძე შეადგენს 4.44 მეტრს , სიგანე 1.84 მეტრს, ხოლო სიმაღლე 1.39 მეტრს. რაც სეეხება ექსტერიერს, ავტომობილის ჩარჩო შექმნილია CFRP ისგან ეს არი კარბონის და პლასტიკატის ნაზავი . ინტერიერს რაც შეეხება აქ ისევ გავიმეორებ რომ ლუქს კლასის ავტომობილისათვის დამახასიათებელი, ტექნოლოგიებია, მაგალითად MMI ს ფირმის 2 მონიტორი უკან მსხდომი მგზავრებისათვის, ამის გარდა მაღალი ხარისხის ტყავი, და ბევრი სხვა საშვალება წარმოუდგენლად კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ავტომობილი მხოლოდ კონცეპტია მაგრამ კომპანიაში ამბობენ რომ ავტომობილს სერიულ წარმოებაშიც ვნახავთ. სავარაუდოდ მომავალი Audi A3 ჰეჩბექს ამ ავტომობილის მზგავსი დიზაინი ექნება, და უნა ითქვას რომ ახლანდელ Audi A3 ს უკვე მართლაც რომ ,,ობის’’ სუნი აზდის ავტომობილი ხომ 2003 წლიდან წარმოებაშია.

ადარეთ ეხლა რამდენიც გინდათ... უი არ ყავს BNჭ-ეს ამის კონკურენტი? საწყალი
This post has been edited by Team on 14 Mar 2011, 15:59