შევეცდები ყველა იმ თემას შევეხო რაც ვიცი და ფორუმში წერია:
1. დავიწყებ ბენზინით 30 თეთრს კი არ უმატებენ იმპორტიორები არამედ მინიმუმ 60 თეთრს მაინც, თუ არ გჯერათ მერე დავითვალოთ ერთად ინვოისში რა ფასი ცერია 1 ტონის, და პლიუს ყველა გადასახადი აქციზი და ასე შემდეგ რა ჯდება(არ შემეკამათოთ ფუტურისტებმა ზუსტად ვიცი)
2. ფუტურისტობაა იმისი მკიცება, რომ გაზი ძრავს აფუჭებს, უგარი აქვს ნაგარი აქვს და ასე შემდეგ, ბიძაჩემს ახლაც ყავს 06-გაზი დააყენა ერთი 8 წლის უკან და იდეალურად მუშაობს, მართალია გაწევა არააქვს კარგი, სამაგიეროდ ძრავის რესურსი უფრო მეტია ვიდრე ბენზინისა და პლიუს ძრავს რომ ვხსნით სულ ლაპლაპი გაუდის კველაფერს, უგარის 1 ნასახიც კი არააქვს , მანამდე კი ბენზინზე მუშაობისას გაშავებული იყო ყველაფერი და ძრავიც ნაკლებს გადიოდა
3. სულ ახლახანს ვიყიდე გაზის 16 კუბიანი ახალი ბალონი დაუყენებელი, მეტალოპლასმასის და ჩემს მანქანაზე ვაპირებ დაყენებას ამ დღეებში , მყავს ბმვ 523 ი ე 39 და სულ მკიდია ვინ რას იფიქრებს და იტყვის ცალ ფეხზე თან

სხვა გამოსავალი არ მაქვს ზამთარში 20 ლარის ბენზინით 70-75 კმ-ს გავდივარ, ზაფხულში კი 80-85 ქალაქში --ტრასაზე ეკონომიურია , მაგრამ ტრასაზე იშვიათად მიწევს სიარული, საბარგულიც დიდი აქვს და თან რა ვეშებს დავატარებ ისეთს რომ ათასობით ლარის ეკონომიის გამო წელიწადში უარი ვთქვა
3. რაც შეეხება უსაფრთხოებას , რამდენადაც ვიცი რაც ფაქტები იყო სულ კისლოროდის ბალონები სკდებოდა და ისედაც ქართველები ფუტურისტები რომ ვართ ვადაგასული ტიტანის ბალონი კი არ უნდა იყიდო რასაც მე-8 პოლკში გვაჩეჩებენ არამედ ვადიანი და ახალი, რატომ უნდა ვენდოთ გამყიდველს რომ გვეუბნება რა უჭირს 1995 წელს გამოშვებულ ბალონსო, რა და ქარხნული ვადა ეწურება და კარგი რომ იყოს ევროპაში არ გაყიდიდნენ, თავისთვის დაიტოვებდნენ
4. გერმანიაში ნამყოფი ვარ და მანდაც უყენიათ გაზის ბალონები და დადიან, დუბაიშიც დადიან გაზის ბალონიანი მანქანებით, მინახია, რუსეთში ხომ სულ ეგრე დადიან და სომხეთშიც სულ გაზის ბალონები აქვთ
5. ქართველების სენი მთავარია გვყავდეს მანქანა, ვალი ავიღოთ და ძვირიანი ბენზინი ვასხათ და ამითი ვიმარიაჯოთ მერე, ამიტომ გვერხევა ყოველთვის მათხოვრები რომ ვართ, ის ფული ოჯახს მოახმარე და საკუთარ თავს ვისოლს და სოკარს რომ არ ვუხადოთ, და კიდევ სულ მკიდია მანქანა(თუმცა კარგი მანქანა მყავს და კარგადაც ვუვლი, მჯობის მჯობი არ დაილევა და სახლში დაყენებას მირჩევნია ვიარო და მე ვისიამოვნო და არა მეზობლებმა კორპუსის წინ გაჩერებული მანქანის ყურებით) და რა ჯანდაბად მინდა თუ გარაჟში დავაყენე და მე თვითონ ფეხით ვიბოდიალე
თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ მე მაგრად მიხარია ახლა გაზს რომ ვაყენებ