ვერ ნახე რამხელა დამცავ რაღაცაში იდო ეგ ურანი თუ რაც იყო? პატარა ნივთი შეიძლება ისე შეიფუთოს სპეციალური მასალით რომ გამოსხივება შეილება არც დაფიქსირდეს სანამ არ გახსნი..
პ.ს. კიდე რაღა იაპონიას უყურებ, ამხელა რუსეთი გყავს გვერდით და ამდენი კონფლიქტური რეგიონი გაქვს.. ვინმე რუსი გენერალი რომ დათვრეს და გაყიდოს თავის საწყობიდან ეგეთი საშიში ნივთიერება არაა გამორიცხული

საზღვარზე არც შემოიტანენ თუ შემოტანა უნდა ვინმეს.. სხვა გზას გამოძებნიან..
აქ კიდე ეგ ურანი არავის ჭირდება დამიჯერე

ასე რომ ეს ბიზნესის ამბავი იყო ალბათ და ვიღაცას ფულის შოვნა უნდოდა უნდა გაეყიდათ.. ისე მაგარი სულელი უნდა იყო მაგხელა გამოსხივებასთან ერთად იცხოვრო სახლში

დაგერხევა იმაზე მალე ვიდრე წარმოგიდგენია..
ერთი სიტყვით ყოჩაღ ბიჭებს მაგ კუთხით მუშაობენ როგორც ჩანს

ძალიან სერიოზული თემაა ისე და რთული სფეროა.. ისე კი სტატისტიკურად ბევრი ფაქტები არაა ჩვენ ქვეყანაში, ქვეყანაში კი არა რეგიონში და არაა საგანგაშო სიტუაცია.. ყურადღება კი ყველაფერს უნდა და თანამშრომლობენ ყველა ქვეყნები მაგ მხრივ ერთმანეეთთან.. სხვა ქვეყნების ამბებიც ვიცი და რაღაც ფაქტები არის მაგრამ ესე რომ საგანგაშო არაფერი არ ხდება..
მაგ ამბავს კიდე ბოლომდე გამოიძიებენ დარწმუნებული ვარ.. და სომხეთიდანო თუ რაღაც ესე ითქვა შემოვიდაო ხო? იქაც ყველაფერს ბოლომდე გაარკვევენ არამარტო ადგილობრივი სტრუქტურები სხვა ქვეყნის უწყებებიც ჩაერთვებიან თუ სერიოზულ დაბინძურებულ ნივთიერებაზეა საუბარი
Nemiroffაი ახლა მეც ჩავალ ფოთში მალე და გეტყვი გემის შემთხვევაში როგორ მოწმდება.. ზუსტად არ ვიცი საკოინტეინერო შემოწმება როგორ ხდება..
ესე ხელის აპარატებით და რამე არ მოწმდება ზოგადად.. იქნება იქ დანადგარები რაც აფიქსირებს მცირედ გამოსხივებასაც.. ეს მონაცემები აისახება კომპიუტერში და არის იქ დასაშვები ნორმები და რაღაცეები.. თუ რაიმე ოდნავ მაინც გაჩნდა ეჭვის საფუძველი მერე კიდე გრძელდება ძიება დაბინძურებული ობიექტის, იქამდე სანამ არ დადგინდება რა ხდება

მოკლედ ჩვენ ქვეყანაში არის სტრუქტურები რომლებასაც ევალება ოფიციალურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხდებოდეს რადიაციაზე შემოწმება..
მე ვისთანაც მქონია შეხება ძალიან კარგი სპეციალისტები არიან თავის საქმის და კარგი აპარატურაც აქვთ სამუშაოდ..
ყველა ქვეყანაში ხდება ეგეთი რაღაცეებიი.. მთავარია სიტუაცია არ გახდეს უკონტროლო..
პ.ს. ბანანსაც აქვს გამოსხივება, კაფელსაც, და რავიცი კიდე ბევრ ნივთს ჩვენს გარშემო.. ერთხელ ერთ უცხოელ სპეციალისტს ვხვდებოდით მაგ თემაზე, ტრეინინგები იყო მაგ კუთხით და ამოიღო ჯიბიდან რაღაც პატარა ასანთის კოლოფის ხელა ნივთი რომელსაც გამოსხივება ქონდა, მცირე რათქმაუნდა და საზიანო საერთოდ არ იყო..
აპარატები აღიქვამდა ჩვეულებრივად როგორც დაბინძურებული ნივთიერება რომელსაც გამოსხივება ქონდა.. რომ ვკითხეთ როგორ შემოიტანა აეროპორტიდან სიცილი დაიწყო

არაფერიც არ შემოვიტანეო.. აქვე დავამზადეო

ანუ არის ნივთები მაგალითად ნათურებიც მგონი რომლის ნაწილებს აქვთ პატარ-პატარა გამოსხივება ერთად რომ მოაგროვო უკვე შესამოწმებელი აპარატიც დააფიქსირებს.. რათქმაუნდა ის მალე კარგავს იმ გამოსხივებას(ერთ ორ კვირაში მაგალითად) ვიდრე ნამდვილი წყარო.. მოკლედ ის რომ სულ ჯიბით გეტარებინა არაფერი არ მოგივიდოდა.. შეიძლება ერთი ფრენით მეტი დასხივება მიიღო ვიდრე მთელი წელი ასეთ ნივთებთან ერთად ცხოვრებით..
თუ ვინმეს გაქვთ აპარატი აბაზანაში გასინჯეთ სადაც მეთლახია უეჭველი დააფიქსირებს დაბალ დონეს გამოსხივებისას..