ყველამ თავის თავიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნა.
პირადად მე 14-15 წლისას დამოუკიდებლად მანდობდნენ მანქანას (რაიონში), ღმერთის წყალობით არაფერი შემმთხვევია მაგრამ რომ მახსენდება რეებს ვაკეთებდი,ვხვდები რომ ეს დიდი შეცდომა იყო. შეცდომა იმიტომ რომ ამ ასაკში არც ფაქტების რეალურად შეფასების უნარი მქონდა, არც პასუხისმგებლობას ვიაზრებდი (მანქანის დამტვრევას არ ვგულისხმობ,საკუთარ სიცოცხლეზე ვამბობ) და საერთოდ სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, +სისხლი მიდუღდა

ახლა დაახლოებით 13 წლის შემდეგ სულ სხვა შეხედულება მაქვს ცხოვრებაზე და 90% ით უფრო ფრთხილი,დაკვირვებული და წინდახედული ვარ მართვის ამბავში,ვიცი რომ ჩემს "უკან ხალხი დგას!"
იმ ასაკშიც მშვენიერი მძღოლი ვიყავი და კიდევ ვამბობ არაფერი ინციდენტი არ შემმთხვევია, აქ საუბარია სხვა რამეზე, განა ვერ ატარებთ კარგად 17 წლის ახალგაზრდები,პირიქით,რეაქციაც უფრო სწრაფი,გაქვთ და მხედველობაც მახვილი და რამე, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება გაკლიათ და პასუხისმგებლობა,რომელიც წლებთან ერთად მოდის!
მე მომხრე ვარ საშუალება მიეცეს ახალგაზრდებს "გაიზარდონ" საჭესთან აუცილებლად უფროსების ზედამხედველობის ქვეშ, და 18 წლისები უკვე მომზადებულები შეხვდებიან სრულყოფილ მძღოლობას!
წარმატებას გისურვებთ ყველას! სულ მწვანეზე გევლოთ!