დიდი პოსტი მომიწევს

მატორის გეომეტრია არის პორშინის ხოდის სიგრძე მილიმეტრებში შედარებული პორშინის დიამეტრთან იგივე ერთეულში. დიდხოდიანი მატორები კარგია დაბალი ბრუნებიდან რადგან ხალენვალს დიდი მხარი აქვს და აფეთქების შედეგად დაწოლის ძალა ამ დიდი მხარის გამო უფრო ძლიერდება. მაგრამ ასეთ გეომეტრიაზე პორშინს ძალიან დიდ მანძილზე უწევს ზევით-ქვევით მოძრაობა და ეს აკარგვინებს მაღალ აბაროტზე ძალას თან ცვეთაც უფრო დიდია (ანუ საერთო ჯამში იგივე აბაროტზე პორშინი მეტს ხახუნობს).
მატორი რომელსაც მოკლე ხოდი აქვს და დიდი დიამეტრის პორშინი, უფრო აბაროტისტია. დაბლებიად შედარებით უჭირს კალენვალის მოკლე მხარის გამო მაგრამ საშუალოდან ზევით დიდი ძალას გამოიმუშავებს იმიტომ რომ მთელ მექანიზმს უფრო ცოტა მოძრაობა ჭირდება ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად.
M3-ის მატორი არაა დაუბალანსებელი, მშვენივრად დაბალანსებულია მაგრამ სპორტული მატორისთვის არასწორი გეომეტრია აქვს, მითუმეტეს 3.2ებს. BMჭ-ში დებილები არ არიან მაგრამ ეგ მოხდა იმიტომ რომ M3ის მატორი მოდის M50B25დან. ანუ 2.5 ბლოკიდან. 2.5ის გეომეტრია არის 84 დიამეტრი, 75 ხოდი. აბიომის გაზრდისთვის 328ზე კალენვალი შეიცვალა და გახდა 84იანი, ანუ ეგრეთწოდებული კვადრატი მატორი სადაც ხოდი და დიამეტრი თანაბარია. M3ზე კიდევ მოუნდათ აბიომის გაზრდა და პორშინის დიამეტრი გაზარდეს 86. მეტზე გაზრდის საშუალება ამ ბლოკის კონსტრუქციის გამო აღარ შეიძლებოდა და ამიტომ მოუმატეს ხოდი 90მდე 3.0თვის და მერე 92მდე 3.2თვის. გამოვიდა არასწორი გეომეტრიის მატორი და ამიტომ ეს ძრავები ბევრს ვერ გადის. ვისაც გინდა კითხე M3 მატორი არ ითვლება გამძლე მატორად.
ახალ M3ებზე იმიტომ დააყენეს V8 რომ უკვე 6 ცილინდრზე 4.0 აბიომისთვის ძალიან დიდი მექანიზმი გამოვიდოდა რომელიც მოუქნელი და ბანძი იქნებოდა.
ახლა თბილისის გატრიინოლება არის სტანდარტ 84იან პორშინზე ჩვეულებრივი 3.0 პიცოტის კალენვალის დაყენება რომელსაც 90 აქვს ხოდი. კუბატურა გამოდის 2992.
მე რასაც ვამბობ, არის პირიქით. პორშინის დიამეტრი გადადის M3ის ზომაზე ანუ 86ზე და კალენვალი რჩება 328ის ანუ 84იანი. შედეგი არის 2932 კუბიკი მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო კარგი გეომეტრია. უფრო აბაროტისტი, უფრო გამძლე მატორი.
ახლა წონა: 325 კუპე არის 1330 კილო. 1200მდე დაიყვან ტრეკისთვის თუ გინდა. ამოშიგნავ სალონს და ბაგაჟნიკს. თავისი მძიმე სიდენიების მაგივრად შედარებით მსუბუქი კოვშებს ჩააყენებ.
მატორზე კარგი რასპრედვალით და ვიხლოპით, T-აბრაზნად გადაკეთებული კლაპნებით, შლიფოვკით, კანალების გაპრიალებით კარგ სიმძლავრეს ამოიღებ. ამ 3.0დან შეგიძლია 260 გაქაჩო და 1200 კილოსთვის ძაან მაგარი იქნება. ამ წონაზე 740ის ტორმუზები ხო საერთოდ, მიმიქარავს ბრემბოები. პადვესკას დაარეგულირებ შენი ტარების სტილის მიხედვით და ეგაა. ძალიან საკაიფო რამე იქნება და ისეთი რომ არ დაგენანება. ნაწილებსაც იშოვი და ყველაფერს.
This post has been edited by Beqa16V on 12 May 2011, 00:13