დაახლოებით ასეთი?
Elvis Auto Services Commercial
https://www.youtube.com/watch?v=tEupCSie04I***
,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG)
2015 წლის 18 აპრილს "პრესიჟენ ავტო სერვისის" ბათუმის ფილიალი გაიხსნა
https://ibg.ge/index.php?cat=news&id=64&lang=geoპრესიჟენ ავტო სერვისი არის თანამედროვე ამერიკული ფრენჩაიზ კონცეპცია ბათუმში, რომელიც მდებარეობს აეროპორტის გზატკეცილი 181-ში. ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უნივერსალური სერვის ცენტრი.
Precision auto service-ს ბათუმის ფილიალი დამყარებულია ორმაგ ბეი სისტემაზე რაც ითვლება სახელოსნოების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პრაქტიკულ განლაგებად და შედგება 8 ბოქსისგან. პრესიჟენ ავტო სერვის ბათუმი სერტიფიცირებულია მოემსახუროს ფოლკსვაგენის, კიას, შკოდას და აუდის მარკის ოფიციალურ სადილეროებს და გაუწიოს ყველანაირი ავტოსერვის მომსახურება.
მიუხედავად იმისა თუ სად არის ავტომობილი არმოებული, ა.შ.შ.-ში, ევროპასა თუ აზიაში, პრესიჟენ ავტო სერვისი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის სერვისის სრულ პაკეტს, მოსახერხებელი მომსახურების გარანტიებით, პროფესიონალური და ეთიკური ნორმების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
ქართული წარმომადგენლობა ჩართულია Precision ბრენდის ფრენჩაიზულ ქსელში, სადაც გაერთიანებულია ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ მხრივ წარმოადგენს საავტომობილო ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ წყაროს.
"Precision Auto Service" თბილისის ფილიალი
გარდა არსებული ბრენდებისა იბერია ბიზნეს ჯგუფი აგრძელებს ახალი მოთამაშეების შეომოყვანას ქართულ ბაზარზე. 2013 წელს მას შეუერთდა “Precision Auto Care” მულტიბრენდული ავტოსერვისი და სათადარიგო ნაწილების ცენტრი, რომელიც არის პირველი ამერიკული საავტომობილო ფრანჩაიზ პროექტი საქართველოში.
18 დეკემბერს, თბილისში, ჯორჯბალანჩინის ქუჩაზე N5 (რენოს სადილერო ცენტრის გვერდით/ა.შ.შ.-სსაელჩოს მოპირდაპირე მხარეს) „პრესიჟენი ავტოსერვისი“ გაიხსნა.
პრესიჟენ ავტოსერვისი არის ამერიკული საავტომობილო სერვისების ფირმის Precision Tune Auto Care-ის ფრენჩაიზ ლიცენზიის მფლობელი კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანიდასომხეთი). ამერიკული კომპანია 35 წელზე მეტია რაც საავტომობილო სერვისების სფეროში მოღვაწეობს და მომხმარებელს მულტიბრენდულ, უნივერსალურ საავტომობილო პროფილაქტიკურ სერვისებს სთავაზობს. პრესიჟენის ბრენდით 340 სერვისცენტრი ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ა.შ.შ., პორტუგალია, ტაივანი, ომანი, ნიგერია, ანგოლა და ახლა უკვე საქართველო. პარალელურად, პრესიჟენის სერვისცენტრები განვითარების სხვადასხვა სტადიაშია შემდეგ ქვეყნებში: მექსიკა, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, იორდანია, მაროკოდაა.შ.
პრესიჟენს აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავტომობილების სერვისის მენეჯმენტ-სისტემა და ფრენჩაიზორებს სთავაზობს უმაღლესი კლასის მენეჯმენტისა და ტექნიკური სწავლების საერთაშორისო პროგრამებს ‘პრესიჟენ აკადემიაში“, რომელიც მდებარეობს ფირმის ამერიკულ სათაო ოფისში, ქალაქ ლისბურგში, შტატი ვირჯინია. კავკასიის რეგიონალური „პრესიჟენისაკადემია“ შეიქმნა თბილისშიც, სადაც მუდმივად ჩატარდება ხელოსნების ტრეინინგი.
პირველეტაპზე, პრესიჟენ ავტოსერვისის ბრენდით გაიხსნა სერვისცენტრი თბილისში,და კიდევ 3 ცენტრი გაიხსნება რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ბრენდის განვითარების მეორე ეტაპი დაიწყება 2014 წელს და მოიცავს, როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, ასევე აზერბაიჯანს და სომხეთს. საქართველოში პრესიჟენის ბრენდის განვითარება გამოიწვევს 60 სპეციალისტის დასაქმებას.
პროექტი დაფინანსდა ამერიკის მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის- „ოპიკ“-ის მიერ და წარმოადგენს ბანკის მიერ დაფინანსებულ პირველ ფრენჩაიზულ პროექტს საქართველოში.
ინოვაციები ბაზარზე
https://ibg.ge/index.php?cat=205&lang=geoIBG-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ კომპანია ყოველთვის ზრუნავს სიახლეების დანერგვასა და განვითარებაზე.
პირველი ავტოგანვადება საქართველოს ბანკთან
2005 წელს იბერია ბიზნეს ჯგუფმა მომხმარებელს პირველი ავტოგანვადება შესთავაზა. მყიდველს ჰოლდინგში შემავალი ნებისმიერი ბრენდის ავტომობილის განვადებით გამოყვანა შეეძლო. საქართველოს ბანკის მოქნილი პროგრამის დახმარებით, მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა საოცნებო ავტომობილი უფრო მარტივად, ზედმეტი სირთულეების გარეშე შეეძინა.
პირველი ლიზინგი TBC ბანკთან
იბერია ბიზნეს ჯგუფი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს ლიზინგის პროგრამა შესთავაზა. IBG-სა და TBC ბანკის ერთობლივი პროდუქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორპორატიული სეგმენტისთვის იყო.
ჩაანაცვლე ძველი ახლით
2007 წლიდან იბერია ბიზნეს ჯგუფმა კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა. პირველად საქართველოში, Trade In პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობა მიეცა. აღსანიშნავია, რომ მყიდველს შეუძლია ნებისმიერი მარკისა და ასაკის ავტომობილის გადაცვლა. ექსპერტის შეფასების შემდეგ კლიენტს მხოლოდ ფასთაშორისი სხვაობის დაფარვა უწევს. ამ პროგრამის მეშვეობით IBG-მ უფრო გაამარტივა ახალი ავტომობილის შეძენის პროცესი.
შიდა უპროცენტო განვადება
2009 წელს IBG-მ შიდა განვადების სისტემა შექმნა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მყიდველს ჰოლდინგში შემავალი ნებისმიერი ბრენდის Mitsubishi, Volkswagen, Audi, Skoda, Peugeot, Renault, Kia ავტომობილის შეძენა უპროცენტო განვადებით შეეძლო. მომხმარებელს ავტომობილის საფასურის დაფარვა 10 თვის გამავლობაში შეეძლო.
***
სოციალური პასუხისმგებლობა
https://ibg.ge/index.php?cat=204&lang=geoსაერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი "აუდის თასი"
ფოლკსვაგენი - საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მხარდამჭერი
***
ჯგუფის შესახებ მენეჯმენტი
https://ibg.ge/index.php?cat=101&lang=geo,,იბერია ბიზნეს ჯგუფი“ (IBG) შეიქმნა 1999 წელს. დღეისათვის IBG წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ საავტომობილო ჰოლდინგს, რომელიც ახორციელებს, როგორც ახალი ავტომობილების იმპორტირებასა და რეალიზაციას, ასევე მომსახურებას ავტოსერვისის, ავტოსათადარიგო ნაწილების, ზეთებისა და საბურავების მიმართულებით.
საქართველოში IBG ოფიციალური წარმომადგენელია შემდეგი საავტომობილო ბრენდების: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Seat, Kia Motors, Mitsubishi Motors და Renault.
ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე მეორადი ავტომობილების ბაზრობა "Myauto" და “ITA” (,,იბერია ტექ ავტომოტივი“) - კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ავტოსათადარიგო ნაწილების იმპორტისა და რეალიზაციის კუთხით. ITA მუშაობს საბითუმო, საცალო და კორპორატიული მიმართულებით. კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას თბილისსა და ბათუმში. ITA არის ოფიციალური პარტნიორი ისეთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა, როგორებიცაა: Mobil, Continental, Bosch, Bilstein, Elf, Febi, Pirelli, Banner, Jurid By Honeywell, Lotos SA, Kavo Parts და სხვა მრავალი.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.