ისე ვკითხულობდი ეხლა ამ ფორუმის პოსტებს და ჯერ ჯერობით არ ენდობა ხალხი პრიუსებს.
დრო უნდა და ხალხიც მიეჩვეა და ხელოსნებიც ისწავლიან

თავიდან ყველა იმუქრებოდა ბატარეიკა გაგიფუჭდება და დაგერხევა. თურმე არც ისეთი საშინელი პრობლემა არ ყოფილა, ეს ერთი დიდი ბატარეიკა პატარა ბატარეიკებიდან შედგება და მთლიანად იშვიათად ფუჭდება. წესიერად თუ შეამოწმებ და იპოვი ის გაფუჭებული მოდულები შეგიძლია შეცვალო. მეგობარს გაუფუჭდა და 100$ დაუჯდა 4თუ 5 ცალი დაზიანებული მოდული გამოუცვალა.
ის თუ იცოდით რომ პრიუსს რომ ჩააქრობ ცხელ წყალს პატარა თერმოსში ტუმბავს და ინახავს, მერე რომ დაქოქავ მატორი რომ უცებ გაათბოს თბილი წყლით?

ისე ზამთარში ფეჩს რომ რთავ 6-6.5 ლიტრამდე ადის წვა თუმცა არც ეგაა ბევრი

ზაფხულში მე 5.5-ს არ ავცდენილვარ ქალაქში, 3.5 ლიტრიც დამიწვია მაგრამ ეგ უკვე მარაზმში გადადის ისე უნდა იარო. (ტაქსისტურად გაახალასტოვა გააგორა-ს პონტია რა)
მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვარ მაგ მანქანით