მე ყოველთვის ვისვამ ხოლმე თბილისშიც და გზაზეც ვინმეს. თბილისში ვარკეთილი თემქა მიწევს ხოლმე ხშირად. ერთი მანქანა გვყავს მე და ჩემ შეყვარებულს, ხან მე მიმყავს თემქიდან ვარკეთილში ხოლმე ღამე და დილით უკან ვბრუნდები და სამსახურში ერთად მივდივართ. ღამე ვინც იცის სულ ხალხია ხოლმე გზაზე, რავიცი არ მახსოვს რომ არ გამეჩერებინოს. ძირითადათ მესტნი ლტოლვილები ან ბავშვები არიან ხოლმე. ისე სანამ გავუჩერებ ერთი მომენტი კი არის, მაინც ღამეა, დედამო*** გზაა, მარა რავიცი კეთილი საქმის კეთების ინსტინქტი მძალავს ხოლმე. თან რომ დაფიქრდე, შენც ხო შეიძლება დარჩე ადამიანი ერთ დღესაც გზაზე შემთხვევით, აი ხო მაგრა გაასწორებს ეგრევე რო გიჩერებენ და არა ერთი საათის მერე, ხოდა ეგაა რა, მე ვაჩერებ