საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია, ამა წლის 14-17 ივლისს, საქართველოში გეგმავს ექსტრემალურ ფესტივალის ჩატარებას. აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი ექსტრემალები. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ექსტრემალურ სანახაობას და სპორტულ შეჯიბრებას. კერძოდ: მოტო შეჯიბრს, ოფ როუდის შეჯიბრს და კვადროციკლების შეჯიბრს. ასევე სხვადასხვა სანახაოებრივ შოუს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ექსტრემალური ფესტივალის პროგრამა
13.07.2011. მოსკოვიდან ჩამოდიან 7 სტანტრაიდერი (მოტო ექსტრემალი).
მათ ვაბინავებთ თბილისში. 14.07.2011. 19:00-ზე ვკეტავთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ რესპუბლიკის მოედნის მიმდებაე ტერიტორიას. სადაც მოტო ექსტრემალები მოაწყობენ საინტერესო მოტო შოუს. აღნიშნულ შოუზე უცხოელი სპორცმენები შემოგვთავაზებენ წინასწარ დადგმულ პროგრამას, რომელიც გაგრძელდება 40 წუთის განმავლობაში.
15.07.2011. 8:00-ზე 100 ბაიკერი (60 ქართველი და 40 უცხოელი), 40 ოფროუდის ეკიპაჟი (20 ქართველი და 20 უცხოელი) 20 კვადროციკლი. ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.10:00-ზე გავდივართ ქალაქიდან. დაახლოებით 14:00-ზე ჩავდივართ ქ. ქუთაისში, წინასწარ გვექნება გადაკეტილი ერთერთი ცენტრალური ქუჩა და რუსი სტანტრაიდერები მოაწყობენ მორიგ შოუს. რომელიც გაგრძელდება 30 წუთი. 16:00-ზე გავდივართ ქუთაისიდან და ყოველგვარი შესვენების გარეშე ჩავდივართ ქ. ბათუმში.
ბათუმში ჩავდივართ დაახლოებით 19:00-ზე და აქ ჩვენ გუნდს უერთდება 30-მდე თურქი ბაიკერი. სტუმრებს ვაბინავებთ წინასწარ მომზადებულ კარვების ბანაკში. საღამოს ორგანიზატორები, რუს სტანტრაიდერებთან ერთად ბათუმის ბულვარში ვაწყობთ პატარა შოუს.
16.07.2011. 11:00-ზე ოფროუდერებს და კვადროციკლებს უცხოელი ტურისტები მიყავთ ექსკურსიაზე მაღალმთიან აჭარაში. მსვლელობა მოეწყობა ეხტრემალური გზებით. ბათუმში ვბრუნდებით 18:00-ზე. 19:00-ზე ვიწყებთ მოტო შეჯიბრს. შეჯიბრი ტარდება ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებაე ტერიტორიაზე. 1:00ზე შეჯიბრის დამთავრებისთანავე მოეწყობა ცეცხლოვანი შოუ რის შემდეგაც ვბრუნდებით ბანაკში.
ფესტივალის შესახებ შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც გავა რუსთავი 2-ზე.
17.07.2011. 12:00-ზე ბათუმის ყოფილ სამხედრო პოლიგონზე ტარდება ოფროუდ და კვადრო შეჯიბრი. რომელიც დასრულდება 17:00-მდე. 18:00-ზე ეწყობა სეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოვება. 19:00-ზე რუსი სტანტრაიდერების მიერ იმართება საინტერესო მოტო შოუ. 20:00-ზე ფესტივალის გრანდიოზული დახურვა. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოეტყობა საინტერესო შოუ სუხიშვილების მოცეკვავეებისა და ბაიკერების ერთობლივი მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს დაუკრავს უკრაინიდან სპეციალურად მოწვეული ტოპლესჯესიკა. ფესტივალის დახურვა აღინიშნება საინტერესო ფეერვერკით.
http://tdj-jessica.promodj.ru/videos/22186...mi_Gruziya.html This post has been edited by geooffroader on 2 Jul 2011, 16:53