მოგესალმებით ბიჭებო და გოგონებო! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მე ამ ფრიად საინტერესო ინტერნეტ-გვერდის ახალი წევრი გახლავართ. რამდენიმე დღეა თვალ-ყურს გადევნებთ და სასიხარულოა,რომ მუდმივად ერთმანეთის დახმარებას ცდილობთ, ასეც უნდა იყოს! ახლა, ვინც არ იცის: ირჩევთ შემდეგ გვერდს
http://en.vsbrothers.com/ , მარჯვენა მხარეს მყოფ ჩარჩოში Enter Container number: ათავსებთ თქვენი მანქანის კონტეინერის ნომერს, აჭერთ ძებნის ღილაკს და რუქაზე ნათლად ჩნდება გემის გადაადგილების ტრაექტორია, თუ სად იმყოფებოდა,სად არის მოცემულ დროში და საით მიემართება (თუ იგი უკვე სადმე არ ჩაიძირა

). დანარჩენი ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა სულ პირველ გვერდზეც არის მოცემული რამდენიმე კონკრეტული მისამართი, რომელთა მიხედვითაც ინდივიდუალურად ყველას შეუძლია მიაგნოს თავის მანქანას

. მაგალითად, ჩემი კონტეინერი უკვე უახლოვდება გემლიკს,ხვალ იქ უნდა იყოს, რის შემდეგაც დაიწყება თურქების გინება, თუ შეაყოვნებენ ფოთისაკენ მოძრაობას,მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ უფალი არ გაგვწირავს

. პირადად მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კეთილი საქმეებისათვის Bukuti -ს და POTI-19 -ს, ჯიგრები ხართ

!