ისე მაგარი სასაცილოა ეს ყველაფერი ძალიან სატირალი რომ არი იყოს!!!
ყველაფერი დაიწყო იმით რომ შემოიღეს ღვედები და შუშების დამუქების საწინაარმდეგო კანონი. მე ძალიან დიდი მომხრე ვარ ორივესი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ზრდის ჩვენ უსაფრთხოებას და ამას რომ არ მივესალმო არ შეიძლება. არ გვინდა ეხლა იმაზე კამათი რომ ეს ესე არ არის და ა.შ. ევროპა და მთელი ცივილური ქვეყნები ამას აკეთებენ და ეს ესეიგი მართლა საჭირო რამეა!
მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ეს კანონები ჩვენმა კანონმდებლებმა იმისთვის კი არ შემოიღეს რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ არამედ იმიტომ რომ შტრაფებიოდან დიდი ფული შეეგროვებიათ. მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და ხალხი უცბად მიხვდა ამ კანონის რეალურ პლიუსებს და სიამოვნებით იკრავენ ღვედებს

.
მეორე "გენიალური" იდეა-კანონი იყო რომ (ზუსტად ამით მტკიცდება რომ პირველი კანონები არა ჩვენზე ზრუნვით იყო შემოღებული): გაენთავისუფლებიათ ის ხალხი ვინც მემგონი 500 ლარს გადაიხდიდა პირველი ორი კანონისგან. ანუ გადაიხადე მაყუთი და გინდა 100% ჩაამუქე შუშები და გინდა უკანა სავარძლიდან ატარე მანქანა, არავინ არაფერს გეტყვის! რა კარგია არა?

ესეიგი ჩვენი სიცოცხლე მაგათვის სულ 500 ლარი ღირს ესე გამოდის? ისე კარგი მაინც რომ მაგდენად შეგვაფასეს მე უფრო ნაკლები მეგონა რომ იქნებოდა
ვერც მაგით შეაგროვეს ფული იმიტომ რომ ჩემი არ იყოს ღვედს უკვე ხალხი ისე შეეჩვია რომ მის გარეშე თავს უფრო არაკომფორტულად გრძნობს თავს, და უმეტესობა სიამოვნებით იკეთებს ღვედს. შუშების არდამუქების პლიუსებიც უცბად შეაფასა ხალხმა, და დარჩვენ ჩვენი კანონმდებლები ფულის გარეშე.
ეხლა რაღა ქნან როგორ ამოიღონ ავტომოყვარულებიდან თანხა? რჩება სიტი პარკი რომელიც მათი მაწველი ძროხაა!
სხვა არაფერი დარჩენიათ! გააძვირეს უსამართლოდ ბენზინი, ეგონათ რომ ხალხი მაინც ჩაასხავდა მაგრამ მიიღეს უკუ მაჩვენებელი, ხალხი ან გაზზე გადადის და ან ჩემი არ იყოს საერთოდ ურჩევნია მუნიციპალური ტრასპორტით იმოძრაოს სამსახურში და მანქანა მარტო საჭიროებისთვის გამოიყენონ!
მე ეკონომისტი არ ვარ მაგრამ ეს მეც მესმის რომ ყველა ნივთს/საგანს/ა.შ აქვს თავისი საბაზრო გასაყიდი ფასი და რაც არ უნდა ეცადო ბაზარი მაინც თავისას გიკარნახებს და მოგიწევს გაყიდო იმ ფასში რაც ამ საგნისთვის მისი მსყიდველობის უნარიდან გამომდინარე გამოდის. ბენზინი რომ გაეყიდათ 1.50-170 გაცილებით უფრო მეტი გაიყიდებოდათ და შემოსავალი უფრო მეტი ექნებოდათ! (ეს მემტვანილესაც კი ესმის რომელიც პატარა მოგებით ბევრ მწვანილს ყიდის და დიდ მოგებას ნახულობს ამით-არადა შეიძლება გამრავლების ტაბულაც კი არ იცოდეს). არადა როგორც ბენზინის პროტესტის თემაში ბიჭებმა დათვალეს და გამოიკვლიეს ბენზინის გასაყდი ფასი თავის მოგებით მაქსიმუმ 1.50 უნდა იყოს სუპერის.
მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი ეკონომისტი ძმაკაცის აზრით არის იმის ბრალი რომ საქართველო უახლოვდება დეფოლტს! ამერიკიდან და ევროპიდან ფული აღარ/ვეღარ შემოდის არც ვალათ და არც დახმარებათ იმიტომ რომ ისინიც ცუდ დღეში არიან. ჩვენი ქვეყნის ვალი შემოსავალთან შედარებით 20 მაგათ მეტია და მელე მოდის პერიოდი როცა საქართველოს მოთხოვენ ვალის გადახდას. ის რამაც უნდა შექმნას დოვლათი სახელმწიფოში-ანუ მსუბუქი და მძიმე წარმოება, სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში საერეთოდ არ მუშაობს არადა უცხოეთში გატანილი ნაწარმია ის შემოსავლის ერთადერთი წყარო რომელიც ქვეყანას ამდიდრებს. მოკლედ სამწუხაროა მაგრამ ჩვენც მემგონი დეფოლტი არ აგვცდება, ან უკვე დაიწყო?
სიტი პარკი, ბენზინი, გაზრდილი ჯარიმები და ა.შ ეს უბრალოდ დიდი აისბერგის კენწეროა რომელიც საქართველოს ეჯახება და ეს არის სამწუხარო საშინელება რომელიც ალბათ უკვე დაიწყო.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს და გადაარჩინოს!