სითი პარკის ჯარიმა და პრაქტიკა გაუქმდააააა
აღიკვეთა CT-Park-ის უკანონობა ჩვენს დედაქალაშიhttps://www.facebook.com/DLGCaseდღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანია DLG & Case-ის ადმინისტრაციული საჩივარი და გააუქმა კომპანია C.T.Park-ის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი და უკანონოდ ცნო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა.
მოგახსენებთ, რომ კომპანია C.T.Park-ი 2007 წლის მერე უკანონოდ ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას სპეციალურ სადგომზე ნებისმიერი დარღვევისას. ეს პრობლემა აწუხებდა თბილისის მოსახლეობას, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სატრანსპორტო საშუალება სხვადასხვა დროს უკანონოდ გადაიყვანა C.T.Park-მა სპეციალურ სადგომზე.
რეალურად, კანონის შესაბამისად კომპანია C.T.Park-ს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა
1) სატრანსპორტო საშუალება არღვევს პარკირების წესს;
2) სამართალდარღვევის ადგილას არსებობს C.T.Park-ის სპეციალური გამაფრთხილებელი დაფა სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომზე გადაყვანის თაობაზე;
3) სატრანსპორტო საშუალება პრობლემას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, ან აფერხებს მას.
აღნიშნული წინაპირობები არის კუმულაციური, ანუ სამივე მათგანი უნდა არსებობდეს სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისათვის მაშინ, როდესაც არსებული რეალობით C.T.Park-ი მხედველობაში არ იღებდა გარემოებას, ფერხდებოდა თუ არა საგზაო მოძრაობა, ან ექმნებოდა თუ არა პრობლემები მის უსაფრთხოებას, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეთა ინტერესებს (მათ შორის აყენებდა მატერიალურ ზიანს). ეს წარმოადგენდა მათთვის შემოსავლის გაზრდის მთავარ საშუალებას.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად შეიცვლება არსებული მანკიერი პრაქტიკა და შეიზღუდება C.T.Park-ის მიერ სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა.