1. შემცირდეს პარკირების საფასური
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პარკირების საფასური განისაზღვრება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ და შეადგენს:
50 ლარს ერთი წლის განმავლობაში
25 ლარს 6 თვის განმავლობაში
4 ლარს 1 კვირის განმავლობაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ესეც საკითხავია ვინ განსაზღვრავს პარკირების საფასურს
2. მოწესრიგდეს პარკინგის ადგილები მთელი თბილისის მაშტაბით
3. გაიზარდოს ტერიტორიები პარკინგის ადგილისთვის, კერძოდ მაღალი ტრაფიკის მქონე ადგილებში მოაწყონ კიდევ უფრო მეტი პარკირების ნებადართული ადგილები
4. მოხდეს ყველა დამნაშავის დაჯარიმება კანონის მიხედვით და არა შერჩევით, არააქვს მნიშვნელობა მძღოლი იქვე დგას, მანქანაში ზის თუ გასულია, კანონი ყველასთვის ერთია!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავტომობილი ექვემდებარება დაჯარიმებას იმ შემთხვევაში თუ:
არ არის გადახდილი პარკირების საფასური და ავტომანქანა დგას ფასიანი პარკირების ადგილზე;
დარღვეულია დგომის მეთოდი;
ადგილი აქვს ორმაგ პარკირებას;
ავტომანქანა დგას სპეციალური პარკირების ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ავტომობილი გაჩერებულია/დგას ნიშნების „დგომა აკრძალულია“ ან „გაჩერება აკრძალულია“ მოქმედების ზონაში.
ავტომობილი გაჩერებულია გაჩერებულია ტროტუარზე არ დგას ნიშანი და პარკირების ადგილი არ არის დახაზული.
5. გახდეს საჯარო სად მიდის ხალხის მიერ გადახდილი თანხა
6. შემცირდეს ევაკუირებული მანქანის სპეციალური სადგომიდან წაყვანისთვის გადასახდელი თანხა, ასევე საურავი და გაუქმდეს შემდეგი პუნქტი: (სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე ავტომობილის დამატებით 24 საათის გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს თითო ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი.)
7. მოგვარდეს ე.წ. "სტაიანშიკების" პრობოლემა
8. მოახდინონ ავტომფლობელების ინფორმირება სხვადასხვა ფორმით, მიაწოდონ ყველა ინფორმაცია
დაამატეთ, ჩაასწორეთ ან განავრცეთ