ვითომ ეს რეალურია და იმუშავებს?
საინტერესოა ტურბირებულ ძრავზე როგორ იმოქმედებს.. მაგრამ კითხვები უმამრავია ამასთან დაკავშირებით:
1. ის თუ ძრავი რა მდგომარეობამდე მიყავს.
2. რამდენად უძლებს ამ სიმხურვალეს ძრავი, პორშინები და სხვა დეტალები.
და კიდე დავწერ სხვა კითხვებსაც

ეხლა მე რაც ვიცი, წყალბადზე.. წყალბადი მეტად ფეთქებადია ბენზინთან ერთად ვიდრე ჰაერთან, აქედან გამომდინარე:
1. გაწევა მეტი აქვს, რადგან წყალბადთან შერევული ბენზინი უფრო მეტად ფეთქდება ვიდრე ჰაერთან, რაც რათქმაუნდა ავტომობილის გაწევაზე მეტად მოქმედებს.
2. წვის დაკლებაზეც ალბათ ამიტომ მოქმედებს, ნაკლები საწვავი ჭირდება წყალბადთან შერეული რო აჩქარდეს სიტყვაზე 100მდე ვიდრე უბრლოდ ჟანგბადთან შერეული.
ნუ ლოგიკია და მოქმედება თითქმის გასაგებია...
მაგრამ ისევ რჩება სიტყვა მაგრამ. რამდენად გაუძლებს პორშინები ამ ყველაფერს და სხვა ძრავუს დეტალები (მაღალი წნევა, მაღალი ტემპერატურა) ძრავუს რესურსზეა საუბარი და რამდენად იმუშავებს საინტერესოა ტურბირებულ ძრავზე..
ისიც გასათვალისწინებელია რამხელა მილით შეუშვებ ცილინდრებში წყალბადს.. თორე არევის შემთხვევაში ან სულ გადაახურებ და დაადნობ ძრავს ან დიდი რეაქცია არ ექნება.
მე ესე ვფიქრობ, განხილვის საგანია და ქიმიკოსი გვჭირდება ვინმე, რომელიც მასებს გამოითვლის და რამდენ კილოზე რამდენი იქნება იდეალური იტყვის

აბა ვინაა ქიმიკოსი აქ?