
მართალია ხარ მეც ეს დავწერე
12 გვერდიან თემაში ჯერ არავის დაუწერია ენერგიის წყარო რა არის
თემას ქვია "ძრავი წყალზე" - ანუ რომ შემოდის ხალხი გონია რომ წყალია ენერგიის წყარო
არადა წყალი უნდა დაშალონ ელექტროენერგიით რომელსაც შიდა წვის ძრავი გამოიმუშავებს ბენზინის დაწვით და მერე არაეფექტური დანაკარგებით მიღებული წყალბადი კიდევ უნდა გარდაქმნან ენერგიაში რომელიც ისევ დანაკარგებში წავა დიდი ნაწილი
შესაბამისად წვა მოიმატებს

ამის შემოწმება მარტივია
უბრალოდ ქალაქში სიარულით არ მოწმდება წვა - ეგრე ჩემი მანქანით ერთხელ 100 კმ-ზე 11.7 დავაწვევინე მაგრამ ჩვეულებრივი სიარულით 24-ს წვავს
უნდა გაიზომოს ერთი და იგივე ტრეკზე ერთი და იგივე მუდმივ სიჩქარეზე მაგ სისტემით გამორთულით და ჩართულით
მარტივად ნახავთ რომ წვა მოიმატებს ამ გარდაქმნების გამო

ეხლა ჩემ პოსტზე ეჭვი რომ არ შეეპაროს ვინმეს რო მე
- ან მშურს
- ან ნავთობკომპანიაში ვმუშაობ
გეტყვით რომ პოლიტიკაც და ნავთობბიზნესიც მაგრად მკიდია
შურიანი არ ვარ მე თვითონ ტექნიკური სპეციალობა მაქვს და საკმაოდ კარგი სპეციალისტი ვარ ჩემ სფეროში
ესეთი რამე კი არ შემშურდება გამიხარდება
უბრალოდ როდესაც ბუნდოვანი არადამაჯერებელი და უბრალოდ ყველანაირი საფუძველმოკლებული არგუმენტებია ვსვამ კითხვებს
This post has been edited by Kirchi on 22 Jul 2011, 19:56