henry13 ადვილია ძალიან, ეგრეა, ხელი თუ აქვს აწეული, ყველა და ყველაფერი ჩერდება და ელოდება შემდეგ ბრძანებას, როცა ხელები განზე აქვს ან ჩამოშვებული მაშინ მკერდის და ზურგის მხარეს ტრანსპორტი ჩერდება , ქვეითები კი გადადიან ორივე მხრიდან (ანუ მკერდის და ზურგის)
* * *
განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელების შემთხვევაში მოძრაობენ ხელების , ანუ მარეგულირებლის მარცხენა და მარჯვენა მხრიდან ტრამვაი მხოლოდ პირდაპირ, ურელსოები პირდაპირ და მარჯვნივ (ორივე მხრიდან) .
* * *
წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს, ზურგის მხარე და მარჯვენა ხელის გასწვრივ მარჯვენა მხარე, ანუ ის კუთხე რაც ხელით კეთდება გადაკეტილია, მოძრაობა არ შეუძლიათ. ქვეითები გადადიან მხოლოდ ზურგის მხრიდან. იმ მხრიდან საითაც ხელის მტევანია მიმართული ანუ საითაც სახით იყურება მარეგულირებელი ტრამვაიც და ჩვეულებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს მხოლოდ მარჯვნივ. მარცხენა მხრიდან კი ტრამვაი მხოლოდ მარცხნივ და დანარჩენი სხვა ტრანსპორტი ყველა მიმართულებით. უბრალოდ მანდ უნდა დაუკვირდე რომელ ზოლშია მანქანა, თუ მარცხენა უკიდურეს ზოლშია მარჯვნივ ვეღარ შეუხვევს (თუ ორ სამოძრაო ზოლიანი გზაა), თუ მარჯვენა უკიდურეს ზოლშია მარცხნივ ვეღარ შეუხვევს და ვერ მობრუნდება. თუ ერთი სამოძრაო ზოლია მაშინ ეს პრობლემა აღარაა და ყველა მიმართულებით მოძრაობს.
სულ ესაა, და ასევე ბილეთებში დაუკვირდი ნიშნებს მარეგულირებლის შემთხვევაშიც, თუ ნიშანია რომ ცალმხრივი მოძრაობაა გზაზე, მაგალითად მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივაა მოძრაობა საერთოდ იმ გზაზე და მარეგულირებლის ნიშანიც ამას არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ არჩევანია შენი გასაკეთებელი, მაშინ რა თქმა უნდა მარცხნივ ვერ შეუხვევ, ან ერთ ბილეთშია კიდევ პირდაპირ გზაზე შესვლა აკრძალუალია ნიშანია და რა თქმა უნდა იქაც ვერ შევა. მეტი არაფერია

ასევე დაგეხმარება ვიზუალური საშუალება, ან ეს რაც დავწერე შენ თვითონ დახატე, და დახედე, ან ვიდეო გაკვეთილების ლინკი რო დევს პირველ გვერდზე ამ თემის, იქ ბოლოში 2 ფაილია გახსნი და სქემააა მარეგულირებლის. დახედავ, გაიაზრებ და ცხოვრებაში არ დაგავიწყდება

წარმატებები
This post has been edited by cortex-amygdala on 23 Aug 2011, 13:18