ისედაც გული მერეოდა ავტო ბილდზე და ეხლა ხო საერთოდ.......
თავიდან რომ აღმოვაჩინე, აქტიურად ვყიდულობდი მაგ ჟურნალს და იმდენად კარგად შევისწავლე აქაური ჟურნალისტების უსუსურობა რომ მართლა გული მერევა
ჯერ ერთი რომ სტატიები სინამდვილეში იყო ჰიუნდაის აშკარად მიკერძოებული რეკლამები.
კაი ხო, გასაგებია რომ ისე არავინ ათხოვათ მანქანა დასატესტად რომ ამათგან სამაგიეროდ რეკლამა არ მოეთხოვათ. რის შედეგადაც ობიექტურად კი ვერ გაიგებ დატესტილი მანქანის ავკარგიანობას, არამედ გულის ამრევი რეკლამა გამოსდით.
ერთ სურათზე მახსოვს ეწერა ამ ჯიპს (მგონი სანტაფე იყო) ძალიან დიდი საბარგული აქვსო და ამის დასადასტურებლად ისეთი სურათი იდო რომ, ან სიცილით მოკვდებოდი ან ტირილით... სალონიდან იყო გადაღებული, ტიპი ხელებგაშლილი სტოიკებს ხელს ვერ აწვდენდა... მაგრამ აშკარად ჩანდა, ეს ვიღაც მანქანიდან ასე 10 მეტრზე იყო მოშორებული რომ პატარა გამოჩენილიყო

კიდე... ერთ ნომერში გერმანული გამოცემის მიერ გაკეთებული ზამთრის საბურავების ტესტები იყო, სადაც ბრიჯსტოუნმა ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. ამის შემდგომ ნომერში ქართულმა რედაქციამ გააშანშალა აქაური სტატია, სადაც ბრიჯსტოუნი ცაში იყო აყვანილი და თან შეფარვით ბოლოში ისიც ეწერა - აქ საქართველოში, თეგეტაში იყიდება ეს საბურავებიო და თან ზაფხულის კომპლექტს უფასოდ გინახავენო

ბევრი ესეთი უნიჭოდ გაკეტებული სტატია-რეკლამის შემდეგ მივხვდი რომ ტყუილად ვყრიდი ფულს და დროს ამ ჟურნალში და აღარ ვყიდულობ
პ.ს. ტოპ გირის საქართველოში გადაღებული კადრებს არავინ დამილინქავს?