ბავშვი იქნებოდა ეგ უფრო, ისეთი, ჯერ რომ არ ესმის რას აკეთებს.
ახალი გამოყვანილი მყავდა მანქანა მალიარისგან და ბებიაჩემთან ავედით.
მანქანა ეზოში ეყენა და დეიდაშვილი შემორბის გახარებული, იმედა შენ მანქანაზე ავედიო (6 წლის იყო მაშინ)

გავედი გარეთ, ღამე იყო კიდევ კაი და კარგად არ ჩანდა. თან ტალახი იყო, კაპოტიდან ასულა, ტალახიანი ფეხები ჰქონდა და უსრიალებდა ფეხი თან

მერე ლაბავოიზე გადასულა (შუშა არ იყო დახაზული) და ბაგაჟნიკიდან ჩამოვიდა

წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა მანქანა, მარა სიცილის მეტი რა დამრჩენოდა

კაპოტზე უსრიალებდა ფეხი ყველაზე მეტად, მარა ცოტა ხანში ის კაპოტი ისე დაიჭეჭყა გასწორებას აზრი აღარ ჰქონდა