დღეს სურპრიზი აღმოვაჩინე მანქანაში ძაან მაგარი. დილის 6-ზე მივედი ტერმინალში და მეუბნებიან - შენი მანქანა პარკინგზე არ დგას, შიგნით მეორადი ნაწილები დევს და ხომ არ განაბაჟებო. თან გამიხარდა და თან გამიკვირდა. თან ზუსტად ის ნაწილები რაც მინდოდა - კაპოტი და კრილო. გავედით პლაცზე, გავაღე მანქანა და საბარგულში იდო 6-ად დაკეცილი გაურკვეველი წარმომავლობის კაპოტი, რომელსაც ლექსუსთან არაფერი საერთო არ გააჩნდა და კიდევ უფრო უცნაური კრილო

ამის მერე აღმოჩნდა, რომ მანქანას არ გამოაყოლეს ჩიპიანი გასაღები და 1 საათი ველოდე ბუქსირს, შევაწუხე სათითაოდ ყოველი მუშა და საბოლოოდ ჯილდოს სახით მომიწია მიწოლით გამოყვანა

არ მინდა უმადურად გამომივიდეს, მაგრამ იაპონიიდან გამოგზავნილი, უადგილო ადგილას მქონე საჭიანი ალტეზას ლოდინი და იმ ავადსახსენებელ ტერმინალში კონტეინერის გახსნაზე ჩალიჩი უფრო კარგი და სასიამოვნო პროცესი ყოფილა, ვიდრე კომფორტულ გეზში, კიდევ უფრო კომფორტული, უკვე გადმოტვირთულ ის300-თან პირველი შეხვედრა

P.S. მაინც მადლობა გეზს ასეთი დახვედრისთვის, ის მაინც მეცოდინება, რომ მეორედ მანდ მოხვედრისგან თავი უნდა შევიკავო შეძლებისდაგვარად

P.P.S.
POTI კიდევ კარგი შენ მაინც ხარ ამ თემაში. მოკლედ შენს მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!